ეროვნული ლიგა. XI ტური: "რუსთავმა" ბოლო 14 წუთში "ვიტ ჯორჯიას" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მაისს, ეროვნული ლიგის 11-ე ტურში "რუსთავმა" კოკისპირულ წვიმაში "ვიტ ჯორჯია" 3:2 დაამარცხა.

დებიუტში კაკაშვილმა ღუდუშაურის პასით დააწინაურა "ვიტ ჯორჯია", შემდეგ კი ნაკუთხურალ ბურთს გეთიაშვილმა მამარდაშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

76-ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ დარჩენილ დროში სტუმრებმა სასწაული მოახდინეს, 3 გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

შეცვლაზე შესულმა ყიფიანმა ჯერ პირველი საპასუხო გოლი გაიტანა, შემდეგ სილაგაძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში ყიფიანმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავად
შეასრულა, მაგრამ შეროზიამ ბურთი აუღო, დამატებაზე კი ყველას გისტაროვმა დაასწრო.

"რუსთავმა" მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და თან როგორი გამარჯვება!

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - რუსთავი 2:3
გოლები: 1:0 კახაბერ კაკაშვილი (2), 2:0 გიორგი გეთიაშვილი (28), 2:1 ნიკოლაი ყიფიანი (76), 2:2 ლუკა სილაგაძე (83), 2:3 ფარხად გისტაროვი (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ნიკოლაი ყიფიანი (90+1)

ვიტ ჯორჯია (4-1-2-3): ჯონი შეროზია (კ), გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ზურაბ სეხნიაშვილი, ცოტნე მოსიაშვილი, გიორგი ვასაძე, კახაბერ კაკაშვილი (ზურაბ მუსელიანი 61), პაატა ღუდუშაური (თორნიკე მუზაშვილი 81), ზურაბ ღირდალაძე (რევაზ ჩიტიშვილი 67)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, სოსლან ტაკულოვი (ლუკა იმნაძე 46), ოთარ ჭიჭაღუა (ლუკა გადრანი 46), პაპუნა ფონიავა, ლუკა სილაგაძე (კ), ავთანდილ გუჯაბიძე, თემურ ჩოგაძე (ნიკოლაი ყიფიანი 57), ლაშა ქოჩლაძე, ფარხად გისტაროვი, ზაზა ციცქიშვილი

მთ.მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა მაინც აცადეთ კილასონიას მუშაობა,ვისაც გეხებათ რუსთავის კლუბში.....
ლადო
00:22 05-05-2019
0

სიახლეები პოპულარული