გიორგი კოხრეიძე გაძვირდა - ეროვნული ლიგის ფეხბურთელების განახლებული ფასები

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/fcsaburtalotb

გერმანულმა სააგენტომ, Transfermarkt.de-მ საქართველოს ეროვნული ლიგის მოთამაშეთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

სიას ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი ლიდერობს - 500 ათას ევროდ როინ კვასხვაძე (ტორპედო), ლევან შენგელია (თბილისის დინამო), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი) და ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) არიან შეფასებულები.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ყველაზე ძვირად სწორედ "საბურთალოს" ლეგიონერი ფასობდა. ის 750 000-ად იყო შეფასებული, თუმცა განახლების შემდეგ მისი ფასი 250 000-ით შემცირდა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან მიმდინარე სეზონში მან მოედანზე მხოლოდ 23 წუთი გაატარა.

მნიშვნელოვანი წინსვლა გიორგი კოხრეიძემ განიცადა,
რომლის სატრანსფერო ფასი 100 ათასით გაიზარდა. წინა განახლების დროს ის 400 000-ად იყო შეფასებული.

ლეგიონერთაგან ყველაზე ძვირად ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) ფასობს, შემდეგ ფლამარიონი მოდის (ბათუმის დინამო), მათ კი ოლექსანდრ აზაცკი მოსდევთ (ტორპედო).

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელების ოცეული ასე გამოიყურება:

1. გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) - 500 000 ევრო;
2. როინ კვასხვაძე (ტორპედო) - 500 000;
3. ლევან შენგელია (თბილისის დინამო) - 500 000;
4. ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი) - 500 000;
5. ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) - 500 000;
6. ნოდარ ქავთარაძე (ტორპედო) - 450 000;
7. ლუკა გუგეშაშვილი (დილა) - 450 000;
8. ფლამარიონი (ბათუმის დინამო) - 425 000;
9. გაგი მარგველაშვილი (საბურთალო) - 400 000;
10. ოლექსანდრ აზაცკი (ტორპედო) - 400 000;
11. გიორგი ქიმაძე (ტორპედო) - 400 000;
12. ნიკა ნინუა (თბილისის დინამო) - 400 000;
13. აკაკი შულაია (თბილისის დინამო) - 375 000;
14. გიორგი დიასამიძე (საბურთალო) - 375 000;
15. ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო) - 350 000;
16. ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო) - 350 000;
17. მამუკა კობახიძე (ტორპედო) - 350 000;
18. მათე ცინცაძე (ტორპედო) - 350 000;
19. თორნიკე კაპანაძე (ტორპედო) - 350 000;
20. ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო) - 325 000.

ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი ჯამში 38.1 მილიონ ევროდაა შეფასებული, რაც გასულ სეზონთან შედარებით თითქმის 2.5 მილიონით გაზრდილია. 2018 წელს ყველა ფეხბურთელის საერთო ფასი 35.78 მილიონი ევრო იყო.

ეროვნული ლიგის კლუბების ღირებულება კი ასე გამოიყურება:

1. საბურთალო - 5.33 მლნ ევრო;
2. თბილისის დინამო - 5.30 მლნ;
3. ქუთაისის ტორპედო - 5.13 მლნ;
4. ბათუმის დინამო - 4.28 მლნ;
5. თბილისის ლოკომოტივი - 3.90 მლნ;
6. გორის დილა - 3.45 მლნ;
7. საჩხერის ჩიხურა - 3.40 მლნ;
8. ბოლნისის სიონი - 2.70 მლნ;
9. ვიტ ჯორჯია - 2.40 მლნ;
10. რუსთავი - 2.25 მლნ;

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის ყველაზე ძვირად შეფასებული 11-ეული პოზიციების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

 

 

altეროვნული ლიგის მატჩს ინტერნეტში საშუალოდ 9050 ადამიანი უყურებს



მკითხველის კომენტარები / 2 /
RA HIRS?
ლუკას მოურას მამა
07:25 09-05-2019
0
500 მილიონამდე თუ მოვახერხებთ გაზრდას, ჩემპიონატის დონეც მნიშვნელოვნად აიწევს.
sdfffff
13:24 07-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული