SOS! ქუთაისის "ტორპედო" შემდეგ მატჩამდე შეიძლება დაიშალოს

AutoSharing Option
საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ქუთაისის "ტორპედო" კატასტროფულ ფინანსურ მდგომარეობაშია.

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "საბურთალოსთან" დამარცხების (2:3) შემდეგ "ტორპედოს" მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა დაადასტურა, რომ გუნდი სავალალო მდგომარეობაშია.

"პრობლემების ფონზე გამოჩნდა, ხასიათი ვერ იყო საბრძოლო. ჩვენს ბიჭებს ყველას მადლობას ვუხდი, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე გუნდისთვის გააკეთეს.

რა ვიცი... ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვართ იმის წინაშე, რომ მომდევნო მატჩამდე შეიძლება დავიშალოთ.

მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ვნახოთ, რა იქნება", - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.

შემდეგი ტურის შეხვედრა "ტორპედოს" 20 მაისს, სტუმრად
"რუსთავთან" აქვს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ქუთაისის "ტორპედოს" დაშლა, საქართველოს სირცხვილი იქნება. იმედია, ჩაერევა ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებასი და გუნდი შენარჩუნებულ იქნება...
tngh
15 მაისი 2019 16:28
0
ჩინელი სპონსორები წავიდნენო ჯერ ერთი სად ჩინეთი და სად ფეხბურთი.მერე მეორე თუ სპონსორი ხარ ხედავ მოგებაზე ხარ გასული კარგი გუნდით ევროთასებზე გახვალ და ეს უკვე დიდი შემოსავალია პლიუს ფედერაცია აძლევს 200 000 -300 000 ლარს თუ არ ვცდები ყველა გუნდს და პლიუს ჩემპიონობაზე დამატებით.ესეიგი თუ გუნდი კარგად ირჯება და ფულიც შემოდის მაშინ რახდება??? მე პირადად დანაშაულის ნიშნებს ვხედავ და უნდა ჩაერიოს შესაბამისი სტრუქტურები და გაარკვიონ ჯერ რა მიზნებით მოვიდნენ და ეხლა მოგებაზე გასულ გუნდს რატომ ტოვებენ ძალიან ბევრი კითხვებია და იმედია გაეცემა პასუხები. ქუთაისელი არ ვარ მაგრამ ძალიან მაღელვებს ამ გუნდის და არამარტო ამ გუნდის ზოგადად ქართული ფეხბურთის ბედი.
დდდ
15 მაისი 2019 15:48
0
საიდან მოვიდა ეგ უნამუსო ჩაჩავა ამდენი ფული როგორ შეჭამა, ჯერ მარტო ევროტურნირებიდან 3 მილიონი ევრო მიიღო ტორპედომ, რა უქნა ამდენ ფულს, რომელ ქართულ კლუბს აქვს ამდენი ბიუჯეტი?! ამას დამატებული ფონდიდან მიჯებული და სპონსორული თანხები, ყველაზე მდიდარი კლუბი დინამოს შემდეგ ტორპედო უნდა იყოს და გუნდი იშლება, ყველა ერთად გამო...ვდით? სისხლის სამართლის საქმეა აღსაძრავი რათ უნდა ამდენი ბოდიშობა, ზოგიერთებმა მაგარი ფული აკეთეს და ჩვენ მიზეზებს ვეძებთ, როცა ყველაფერი ზედაპირზე დევს!!!
elsa
15 მაისი 2019 14:20
0
იმ წუთამდის, სანამ კლუბის ფორმას იცმევ და მინდორზე გადიხარ, მანამ თავდადებით უნდა ითამაშო, თუ უხელგფასობა გიშლის თავდადებით თამაDზე ხელს, ნუ გახვალ ( ნუ გახვალთ) და სხვები გავიდნენ ან საერთოდ გაფიცვა გამოაცხადეთ.
გუშინ ტორპედოს დასაძრახად არ უთამაშია, მოქმედ ჩემპიონთან, მასზე უკეთეს კლუბთან წააგო და საწყენი აქ დიდად არაფერია.

იმედია რომ კლუბს მერია დაიბრუნებს და მაშინვე გაამზადებს ღია, საერთაშორისო აუქციონზე გასაყიდად და არა ისე მიჩალიჩებულად და უნამუსოდ გაყიდის როგორც ეს უკვე მოხდა.

ეს თემა პირველ რიგში ფედერაციის სირცხვილია, რომ ასე არასისტემურად მუშაობს.
აი რატომ არ შეიძლება კერძო კლუბებს აძლევდე ფულებს მაშინ როდესაც ისინი საკუთარს არ ხარჯავენ!
artanuj
15 მაისი 2019 13:17
0
Gaxsnan rame angarishi da visac ramdenic sheudzlia imdeni chavricxot magram azri ar AQ shechams chachava tu chichua mag pulsac
Hakuho
15 მაისი 2019 13:12
0
რატომ უნდა ჩარიცხო შენ ფული ცოცხალი, მდიდარი და ყეყეჩი მეპატრონის კერძო კლუბის ანგარიშზე?იქნებ იშვილო და წინდებიც უყიდო ახალი?
სანამ ეს კაცი ამ კლუბის მეპატრონეა,არავის აქვს არც მორალური და არც იურიდიული უფლება ან ვალდებულება რომ მის კერძო საქმეში ჩაერიოს, ამით ყველაფერია ნათქვამი.
გამოვიდეს და საჯაროდ განაცხადოს- ცუდი პატრონი ვიყავი და დაეხმარეთ ფეხბურთელებსო. სხვათაშორის მანდ ზოგიერთ ფეხბურთელს მრავალი ათასი დოლარი აქვს ხელფასი, აი იმდენი 100 გულშემატკივრის 1 თვის ხელფასი რომაა...
sasacilo xar
15 მაისი 2019 14:17
1
არამგონია 2 დღეში ეშველოს და ახალი სპოსორი მოიძებნოს. რაც მოხდება ცუდი იქნება, მაგრამ ასე დალაგდება. ეხლანდელი ტორპედოს ფეხბურთელები გადანაწილდებიან ბათუმში, დინამოში, საბურთალოში, ტორპედო კი ითამაშებს დუბლებით. იმდენი ქულა კი აქვს მოგროვილი ლიგიდან არ გავარდება და მომავალ წელს, ახალი ფურცლიდან დაიწყება ყველაფერი, ოღონდ იმედია ამ დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, მართლაც ფინანსურად ძლიერი მეპატრონის ხელში მოხვდება და გაძლიერდება.
QT
15 მაისი 2019 13:02
0
ბიჭებმა ფული გაათეთრეს და წავიდნენ, ფეხზე არ ჰკიდიათ ამათ ტორპედო და ქართული ფეხბურთი? ჩინელები წავიდნენო, რატომ წავიდნენ გვითხრან ერთი რა, უხ თქვენი უნამუსო საქციელი რა ვთქვა?!
15 მაისი 2019 12:34
1
ტორპედოს დაეხმაროს ვინმე ვისაც ძალუძს, ტორპედოს დაშლა არამარტო ამ გუნდს არამედ მთელ ჩემპიონატს ავნებს, ისევ ეროგორც ზესტაფონის დაშლის შემდეგ მოხდა. მე ბათუმელი ვარ და ბათუმის დინამოს ვგულშემატკივრობ მაგრამ დღეს ტორპედოს გულშემატკივრად ჩამთვალეთ, რადგან ძალიან ცუდია ტენდენცია როცა გაჩემპიონებული გუნდი 2 წელიწადში იშლება, პასუხი აგებინეთ მათ ვინც ამაში დამნაშავეა და კაკ მინიმუმ შეინარჩუნეთ გუნდი გაძლიერებაზე აღარაფერს ვამბობ.
roma
15 მაისი 2019 12:27
0
მადლობა ბიჭებს,რომ ერთი წელია მუდმივად ხელფასების მოლოდინის რეჟიმში გიწევდათ თამაში, მიუხედავად ამისა გულშემატკივრისთვის, ჩხეტოსთვის და იმისთვის რომ ფეხბურთი გიყვართ და სადღაც კუნჭულში მომავლის იმედით მაინც ჯიგრიანად თამაშობდით!
არ მინდა დავიჯერო რო ვიღაცის ტ...ის ქეიფს გადაყვება ჩვენი დიდი კლუბი!
მჯერა ვინმე გამოჩნდება, ვინმე ისეთი ვისაც ფეხბურთი უყვარს და უშველის სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილ ქუთაისის ტორპედოს!
პ.ს. ყოველთვის ვგრძნობთ აჭარლების და სამეგრელოს, უბრალო გულშემატკივრების თანადგომას და მადლობა ამისთვის!
ჩვენ ვართ ტორპედო!..
15 მაისი 2019 12:13
0
კაზინოს თემამ გაიჟღერა, საინტერესოა მართალია? დიდი თანხა წაუგიაო...
დემე
15 მაისი 2019 11:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული