საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ქუთაისის "ტორპედო" კატასტროფულ ფინანსურ მდგომარეობაშია.
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "საბურთალოსთან" დამარცხების (2:3) შემდეგ "ტორპედოს" მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა დაადასტურა, რომ გუნდი სავალალო მდგომარეობაშია.
"პრობლემების ფონზე გამოჩნდა, ხასიათი ვერ იყო საბრძოლო. ჩვენს ბიჭებს ყველას მადლობას ვუხდი, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე გუნდისთვის გააკეთეს.
რა ვიცი... ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვართ იმის წინაშე, რომ მომდევნო მატჩამდე შეიძლება დავიშალოთ.
მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ვნახოთ, რა იქნება", - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.
შემდეგი ტურის შეხვედრა "ტორპედოს" 20 მაისს, სტუმრად
"რუსთავთან" აქვს.