SOS! ქუთაისის "ტორპედო" შემდეგ მატჩამდე შეიძლება დაიშალოს

AutoSharing Option
საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ქუთაისის "ტორპედო" კატასტროფულ ფინანსურ მდგომარეობაშია.

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "საბურთალოსთან" დამარცხების (2:3) შემდეგ "ტორპედოს" მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა დაადასტურა, რომ გუნდი სავალალო მდგომარეობაშია.

"პრობლემების ფონზე გამოჩნდა, ხასიათი ვერ იყო საბრძოლო. ჩვენს ბიჭებს ყველას მადლობას ვუხდი, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე გუნდისთვის გააკეთეს.

რა ვიცი... ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვართ იმის წინაშე, რომ მომდევნო მატჩამდე შეიძლება დავიშალოთ.

მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ვნახოთ, რა იქნება", - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.

შემდეგი ტურის შეხვედრა "ტორპედოს" 20 მაისს, სტუმრად
"რუსთავთან" აქვს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
გიხაროდენ "არაკაცებო" ეს ტორპედოს კიარა ქართული ფეხბურთის დაშლის ტოლფასია აზრი აღარააქ უკვე არაფერზე საუბარს და წერას ცრემლი მომდის მადლობა ბიჭებო ჩხეტო გულგრილად ვერ უყურებდა დღეს მატჩის შემდგომ ჩხეტიანის კომენტარს ამ ცოდცა მადლს სად გაექცევით "ბევრს ეხება ეს " ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი ლახვარი ჩასცეს გუნდს რომელსაც ყველა სხვა ქართული გუნდებიდან გამორჩეული ხიბლი აქვს გუნდმა რომელმაც შარშან ქართულ საკლუბო ფეხბურთს ნამუსი მოწმინდა დაიშალა ამ ტკივილს ამ მძიმე ეპიზოდს კიდევ ერთხელ გმირულად გადალახავს ტორპედო ეხლაც ჩემს გულში ხარ და იმ ცხოვრებაშიც შენი გულშემატკივარი ვიქნები ტორპედო
Anj: Antey
03:11 15-05-2019
0
არასწორები იტყვიან ვითარდება ეროვნული ლიგა, ეგაა განვითარება სად გძინავთ
irakli
02:38 15-05-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული