ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ლოკომოტივმა" დამსახურებულად გაიმარჯვა - ეს ის თბილისის "დინამო" აღარაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "ლოკომოტივმა" თბილისის "დინამო" 3:1 დაამარცხა.

უპირატესობას თავიდანვე "ლოკომოტივი" დაეუფლა, გოლი კი კურიოზული გაიტანა - სრულიად უწყინარ სიტუაციაში ფეხი გადაუბრუნდა და წაიქცა მეკარე სიკაჩი და სამურკასოვს ისღა დარჩენოდა, ბურთი კარში გადაეგზავნა. "დინამოს" ლიდერი შენგელია აკლდა და აშკარად უჭირდა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა.

შესვენების შემდეგ ნინუამ შორიდან შესრულებული ჩინებული საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა, თუმცა "ლოკომ" შემდეგ ორი გოლი გაიტანა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ჯერ ინჯგიამ აქტიური სამურკასოვის გადაცემით დაამწუხრა შეცვლაზე შესული პერალესი, ხოლო ბოლოს უკვე ინჯგიამ უპასა
საგოლედ სიხარულიძეს.

რაც შეეხება "დინამოს", მისი თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან უნიათოდ და უინიციატივოდ გაისარჯა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - ლოკომოტივი 1:3
გოლები: 0:1 დავით სამურკასოვი (24), 1:1 ნიკა ნინუა (54), 1:2 რევაზ ინჯგია (78), 1:3 ირაკლი სიხარულიძე (90+1)

დინამო (თბ) (4-2-3-1): სტეფან სიკაჩი (ხოსე პერალესი 26), გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, ირაკლი აზაროვი, ნოდარ იაშვილი (ანტონიო როხანო 80), გიორგი კუხიანიძე (ბაქარ ქარდავა 46), აკაკი შულაია, გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა, დავით სამურკასოვი (ლაშა გვალია 90+1), თეიმურაზ შონია, ოთარ კობახიძე (რევაზ ინჯგია 66), თორნიკე ძებნიაური, თორნიკე კირკიტაძე (დავით ჯიქია 86), ირაკლი სიხარულიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
მკითხველის კომენტარები / 12 /
ფიფია აზრზე მოდი, დროზე გაუშვი არაფრის მცოდნე ესპანელი მწვრთნელი უკლასო ესპანელ ფეხბურთელებთან ერთად, ან საერთოდ თავად წადი.
dato
15 მაისი 2019 23:21
1
ფიფია წადი, მოგვშორდი, დაგვაავადე უკვე, რას გვერჩი, წადი რა ბოლოს და ბოლოს.
emigranti
16 მაისი 2019 00:22
4
დინამო ასეთი სუსტი კაი ხანია არ ყოფილა
ჯონი
16 მაისი 2019 01:24
2
2 ტური იყო გასული როცა ვთქვი, დინამო ბევრ თამაშს გატეხავდა და ისე აგიხდეთ ყოველივე კარგი)))) წელს ჩემპიონი ბათუმია და ეს ძალიან აშკარაა.
თაზო
15 მაისი 2019 23:46
3
ინჯგია ძალიან მაგარი ფეხბურთელია,რატომ არ თამაშობდა წინა თამაშებს?
liga
16 მაისი 2019 00:42
5
Qarvaslad aaqvs qceuli dinam0
Goglika
16 მაისი 2019 10:36
1
რომელი ის დინამო აღარაა? 80-იანების? თუ 5 წლის წინანდელი? რა მნიშვნელობა აქვს...
levani
16 მაისი 2019 15:45
0
თუ სადმე უმუშევარი ესპანელები ნახოთ და არაპროფესიონალები ყველა დინამოში!!!!!!!!ვაი ჩვენ თორემ ამათ რა.
გოჩა
18 მაისი 2019 11:11
0
სამურკასოვისგან სხვა საქციელს არც ველოდი! ფიერ პლეის ჯენტლმენობის და ყოველეივე ზნეობრივის გათელვა იყო ოსი სამურკასოვისგან!
gio
16 მაისი 2019 10:17
16
ის დინამო აღარაა? მაგას რატომ ამბობთ? სამაგიეროდ ბატონი რომანი დღითიდღე უკეთესი ხდება (მაგას ვენაცვალე). კარგიც დაინახეთ ხალხო, რას გადაგვაყოლეთ ამ დინამოს? მთავარია ბატონი რომანი იყოს კარგად და დინამო, თავისი ყველა თაობის ათიათასობით გულშემატკივრით ჩემი თამადობით მტკვარსაც ჩავუტანივართ ბაქომდე
დინამოელი
18 მაისი 2019 10:04
0

სიახლეები პოპულარული