როინ კვასხვაძე: იმედია, გუნდს შევინარჩუნებთ და ამ ქალაქისთვის თამაშს ისევ გავაგრძელებ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშეებს 3 თვეა ხელფასი არ აუღიათ. ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმერულ კლუბს ფეხბურთელები ტოვებენ.

15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში "ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დაადასტურა, რომ კლუბში რეორგანიზაცია გარდაუვალია.

ქუთაისელთა კაპიტანმა და მეკარემ, როინ კვასხვაძემ Mega TV-სთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ "ტორპედო" არსებული შემადგენლობის შენარჩუნებას მოახერხებს.

"რთულია, როდესაც ასეთი პრობლემების წინაშე დგება გუნდი, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ ჯერ ბოლომდე არაფერია გადაწყვეტილი.

მიდის საუბრები და იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება. ამიტომ აღვნიშნე კიდეც, რომ ჩვენ ერთი გუნდი და ოჯახი ვ
ართ. ამიტომ არ არსებობს, რომ თუ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ამ პრობლემას ერთი კაცი მაინც გამოაკლდეს.

ყოველთვის ხდება ხოლმე, რომ ყველანი ერთ აზრზე მივდივართ, ერთმანეთს ვუსმენთ, ვაანალიზებთ, რა პრობლემაა, მაგრამ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეს მხოლოდ ჩვენი სახელი არაა, ეს ქუთაისის სახელია, გულშემატკივარიც ჩვენ გვერდით დგას და მათ მხრებზე გადადის ყველაფერი.

აუცილებლად გავაგრძელებთ სეზონის წინ დასახული მიზნებისთვის ბრძოლას - ეს არის ჩემპიონობა, თასის მოგება და ყველა ქართული კლუბის საოცნებო მიზანი - ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრა.

იმედია, გუნდს შევინარჩუნებთ და ამ ქალაქისთვის, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, თამაშს ისევ გავაგრძელებ", - განაცხადა როინ კვასხვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩაჩავამ სადაც წაიღო მილიონები იქედნ დააბრუნოს! ხო ძალით რა თქმა უნდა! და კიდევ - ამას წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ერთერთი ქართული კლუბის აყვავება და გრანდად ქცევა უნდა ბერა ივანიშვილს, თუ ეს მართალია, იქნებ ტორპედო გადაიფორმოს და არ დაშალოს ეს გუნდი, რომელიც გულშემატკივრის ერთგულებითაც სამაგალითოა და ტრადიციებითაც!
ვაჟა
13:02 16-05-2019
3
ერთი აზრი მაქვს. ფეხბურთის ფედერაციამ რომ დაეხმაროს მერე ყველა გუნდი მოითხოვს დახმარებას. მაგრამ ალტერნატივა არის. ფედერაციამ მოიკითხოს რამდენი აქვს დავალიანება ტორპედოს რა თანხა ესაჭიროება. ამის შემდეგ ყველა გუნდს უმაღლესი ლიგის გუნდს დაეხმაროს სიტყვაზე ვამბობ 10 000 ლარით საიდანაც ეს გუნდები 70% გადაურიცხავს ქუთაისის ტორპედოს რომ გუნდი არ დაიშალოს. ამით ფედერაცია დაეხმარება ისევლე მათ თავს იმიტომ რომ ტორპედო გამოდის ევროსარბიელზე რითიც ფედერაციის ინტერესიც არის. დამიჯერეთ არავინ არ გეტყვით რომ ერთი სტადიონის მშენებლობა გაააჩეროთ დროებით რომ ტორპედოს დაეხმაროთ. ბათუმის დინამოს გულშემატკივარი.
ფეხბურთის სიყვარული
10:37 16-05-2019
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული