საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ვიტ ჯორჯიას", ლანჩხუთის "გურიას" და "ჭიათურის" ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ხუთი, ლანჩხუთის "გურიას" ორი, "ჭიათურის" ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგზე ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას.

საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად აქამდეც მოხდა გამოვლენილი მოთამაშეებისა თუ სხვა პირების ჩამოშორება საფეხბურთო საქმიანობიდან სხვადასხვა
ვადით. ამ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყოველთვის აუცილებელია პროცედურების მკაცრი დაცვა და ზოგჯერ სპორტული სამართალი არ არის დანაშაულის პრევენციისთვის საკმარისი ბერკეტი.

სავარაუდოდ, კვლავ ჰქონდა ადგილი მატჩის შედეგზე ან მსვლელობაზე მანიპულაციის ცალკეულ შემთხვევებს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება და შესაბამისი მასალა გაავრცელა. სამწუხაროდ, ყველა სრულად ვერ ითავისებს, რომ მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული გუნდის სახელსა და იმიჯზე, არამედ მთელ საფეხბურთო ოჯახზე.

მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს თანამშრომლობას საგამოძიებო უწყებებთან. ამ პროცესის პარალელურად, სფფ-ის იურიდიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით იმსჯელებენ, რათა არცერთი მსგავსი დანაშაული არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე", - ვკითხულობთ სფფ-ის განცხადებაში.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
და ასეთი ფაქტების მომრავლების ფონზე, ფეხბურთის ფედერაცია ჩვენგან (ქომაგისგან) ისევ ითხოვს, რომ დავესწროთ და ვუყუროთ ე.წ. "მძორ-ლიგას"?!
სიმართლე
16:07 20-05-2019
4
მოკვეთეთ ვიტ-ჯორჯია ჩემპიონატიდან, სამაგალითო უნდა იყოს მათი დასჯა რომ სხვებმა არ გებედონ კიდეე. ამით დააზარალეს თუნდაც ის მცირერიცხოვანი გულშემატკივარი ვინც დადიოდა სტადიონზე, ბათუმელი გულშემატკივარი ვარ, არა მხოლოდ დინამო ბათუმის არამედ მთელი საქართველოს "ეროვნული ლიგის". დაისაჯოს ყველაააააააააა.
roma
16:46 20-05-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული