"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, რომ გარიგებული მატჩების სქემაში პირადი ფინანსური პრობლემებისა და კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანების გამო დათანხმდა.

როგორც გეთიაშვილი აცხადებს, "ბათუმი"-"ვიტ ჯორჯიას" თამაშის "ჩაწყობის" მთავარი მიზანი იყო "ვერგაკეთებული თამაშის ვალის" განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა.

აღნიშნული საქმის გარშემო ბრალდებული ფეხბურთელი განცხადებას ავრცელებს:

"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს.
არასდროს მდომებია და შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.

2019 წლის აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან მოხდა ჩემთან დაკონტაქტება მატჩის "ჩაწყობის" მიზნით. შემოთავაზებაზე, რა თქმა უნდა, განვაცხადე კატეგორიული უარი, თუმცა ბოლოს პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომლებსაც ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ჩავრთულიყავი "სქემაში", რომელსაც ვაცნობიერებ, რომ არ აქვს არანაირი გამართლება. აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა, რადგან მხოლოდ ჩემი დაყოლიება ორგანიზატორის მხრიდან არ აღმოჩნდა საკმარისი.

პირველი ეპიზოდის შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა "თამაშის ვერგაკეთების ვალიც", რისთვისაც იძულებული გამხადეს, მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ "ვალის" განულების მიზნით მეთხოვა დახმარება. შესაბამისად, "სქემაში" მოხდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის ჩართვა. აქვე მინდა გულისწყვეტა გამოვთქვა ოთხივე მათგანის და განსაკუთრებით კი, პ. ღუდუშაურის და ნ. კიკნაველიძის გამო და დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი.

ასევე, ვინაიდან გავრცელებული კადრები არ ასახავს სრულ სურათს, განვმარტავ შემდეგს:

1. "ვიტ ჯორჯიას" არც ერთ ფეხბურთელს "გარიგებულ მატჩებზე" თანხა არ აგვიღია;

2. "ვიტ ჯორჯიას" და "რუსთავის" თამაში არ ყოფილა "გარიგებული";

3. "ბათუმი"-"ვიტ ჯორჯიას" თამაშის "ჩაწყობის" მთავარი მიზანი იყო "ვერგაკეთებული თამაშის ვალის" განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა", - აცხადებს გეთიაშვილი.

ცნობისთვის, გარიგებული მატჩების საქმეზე 11 ფეხბურთელი დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

altრა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა

altმატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება


წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
GUDUSHAURI DA KIKANVELIDZE SACHIROA DABRUNDEN DA GAAGRZELON TAMASHI ORIVE DZALIAN DIDI DZALAA QARTULI PEXBURTISTVIS.GUDUSHAURIS TAMASHI NANAXI MAQVS DA ERT ERTI TALANTIA MAT SHORIS VINC MOIAZREBA SAQARVELOSHI TALANTEBAD
GOGA
30 მაისი 2019 13:21
7
ჯერ სამი თვეა რაც ჩემპიონატი დაიწყო და დიდი დავალიანებები აქვს გუნდს,რატომ ამაზე არავინ არაფერს არ იძახის? გადაამოწმეთ რამხელა დავალიანეებაა გუნდში და მიხვდებით ვინ არიან დასაჭერები.
ზეზვა
30 მაისი 2019 13:16
3
ERTS VITYVI GUDUSHAURMA DA KIKNAVELIDZEM TU ARIS IS MINIMALURI SHANSIRO PEXBURTI ITAMASHON SACHIROA DABRUNDNEN PEXBURTSHI RATQMAUNDA TU AMIS SHANSIA NANAXI MAQVS MATI TAMSHI DA ORIVE DZALIAN DIDI DZALA IQNEBA SAQARTVELOS NEBISMIERI GUNDISTVIS DA ZOGADAD QARTULI PEXBURTISTVIS.
123
30 მაისი 2019 13:07
7
ეს გამყიდველთან ერთად ავადმყოფიც ყოფილა საწყალი. გინდა ისე ატრიალე გინდაც ასე,სულერთი არაა? სამუდამოდ ხართ ფეხბურთიდან მოსაკვეთები
გოგა
30 მაისი 2019 12:50
7
1) roca fuls gtavazoben sakutar ojaxs ugalato eg didi sheuracyofa rac rogor chans ar icit umetesobam,2)5kacs 10atasi gadaixadet tqvekai xalxo adamianis daxmareba tu gindat gulitaketebt manqana gayidet da seshe deg fufuneba yvelas sursmara sada kai cxovreba,davalianebarom qonda klubs mshierikvdebodit romelime sachmelsver chamdit tu ra imdavalianebas adre tu gian gagistumrebdnen eh cudia cudi gudushauri damenana dzan kai axalgazrda bichia fexburtis tvalsazrisit vambobpirovnulad ar vicimara erti nichieri fexburteli kidaaklda qveyanas
Va-Le
30 მაისი 2019 12:28
2
რა თავს იმართლებენ ვერ გავიგე, ამათ საქციელს რამე გამართლება აქვს? ესენი თუ არ დასაჯეს საკადრისად, იგივეს კიდევ გაიმეორებენ.
gio
30 მაისი 2019 12:18
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული