რატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
8 აგვისტოს "ფეიენორდი" - თბილისის "დინამოს" მატჩამდე გახდა ცნობილი, რომ უეფას გადაწყვეტილებით განმეორებითი მატჩი თბილისში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდებოდა.

უეფას მიერ ამ დრომდე არ იყო განმარტებული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს. ვრცელდებოდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია და არგუმენტს მოკლებული მიზეზები, თუ რის გამო მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ დავუკავშირდით თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ბუხალს, როგორც მან განგვიმარტა, რეალური მიზეზი "დინამო" - "გაბალას" დაპირისპირების დროს, თბილისელთა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი წარწერით "88" გახდა.

უფრო კონკრეტულად "88" არის ნაცისტური სიმბოლო და მას ნეო-ნაცისტები იყენებენ.
ეს ასე იშიფრება - ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H, ანუ 88-HH HH-Heil Hitler . თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს 88 აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის "დინამოს" პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.

როგორც კლუბში გვითხრეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და 5 დღის განმავლობაში გახდება პასუხი ცნობილი.

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 53 /
საერთოდ ეს ფანკლუბის წევრები რომ ტვინნაღძნობნი არიან, ეს არ არის ახალი. ხოლო დინამოს ფანკლუბი კი შორიდან პროვინციალების, გაუნათლებელ, უინტელექტო, უაზრო ჯგროს ჩამოჰგავს. არადა თბილისის დინამოს გულშემატკივრები, საბჭოთა კავშირში, ყველაზე საუკეთესო იყო, ყველაფერში. გინდ ფეხბურთის ცოდნაში, გინდ გუნდის მხარდაჭერაში და გინდ სტუმარი გუნდის მიერ კარგი რამის გაკეთებულის "დანახვაში". ყოფილა შემთხვევა, ღირსეულად გამარჯვებული სტუმარი გუნდი, დინამოს სტადიონიდან, ღირსეულად, ტაშით გაუცილებიათ.
ალალე
00:48 10-08-2019
9
დაგეწერათ მერე 1988.ძლივს ნორმალური დონის გუნდი ჩამოდის და ეს ვითომ ფანები რას შვებიან? პასუხი უნდა აგოს ვინმემ გუნდში ამაზე.უპასუხისმგებლოები ხართ
Levan
13:01 10-08-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული