"ვაის გავეყარე და უის შევეყარე" - ქუთაისის "ტორპედოს" ამბები

AutoSharing Option
რამდენიმე კვირაა აქტიური საუბარი მიდის, რომ ზაალ ჩაჩავა ქუთაისის "ტორპედოს" დატოვებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას გადაწყვეტილი აქვს კლუბიდან წასვლა და განცხადებას მალე გააკეთებს.

ჩვენი ბოლო მცდელობისას, მას დავკავშირებოდით, აღმოჩნდა, რომ ჩაჩავა საქართველოში არ იმყოფებოდა და ალბათ, თავის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროებს.

კლუბში კვლავ ფინანსური პრობლემები და სრული განუკითხაობაა. გუნდში მომუშავე სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმაც არ იციან არაფერი, ისინიც გულშემატკივრების მსგავსად ლოდინის რეჟიმში არიან.

"ტორპედო", დიდი ალბათობით, ქუთაისის მერიას დაუბრუნდება, რომელსაც ვერ ვიტყვით, რომ კლუბი ძალიან აინტერესებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში უამრავი დარეკვის
შემდეგ გავიგეთ ერთი რამე - მერია აღნიშნულ საკითხზე თვის ბოლოს იწყებს მუშაობას.

თუმცა კლუბის მერიისთვის დაბრუნება ქუთაისელი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ინფორმაცია ნამდვილად არ არის, რადგან სიტუაცია სწორედ ამ ნათქვამის საპირწონეა: "ვაის გავეყარე და უის შევეყარე".

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისის მერიის ბალანსზეა და კი ვხედავთ, რა დღეშია. ამ პირობებში კი კახა ჩხეტიანის შეგირდებისგან რაიმე წარმატებას ნაკლებად უნდა ელოდო.

შეგახსენებთ, რომ ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის "ტორპედო" 2017 წელს 300 000 ლარად შეიძინა, თუმცა კლუბის ინფრასტრუქტურა, სტადიონი და საღორიის ბაზა მაშინაც და ახლაც მერიის ბალანსზეა.

P.S. არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მსხვილი ქართული ორგანიზაცია ქუთაისური კლუბით არის დაინტერესებული, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მომავალი წლიდან შეუდგება...

altეროვნული ლიგა. XXIV ტური: თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

alt"ტორპედოს" სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა [PHOTO]





მკითხველის კომენტარები / 16 /
ქართველებო მეტი შეგნება რომ გქონდეთ უკეთესი იქნება,იმის მაგივრად რომ ყვეყნის ყველა გუნდი გაწუხებდეთ და გასაჭირზე ერთიანად ვფიქრობდეთ,ჭამთ ერთმანეთს,ფეხბურთი მაშინაა კარგი როცა ძლიერი მოწინააღმდეგე გყავს,თორემ ჭ კლასი ვის რაში სჭირდება.ყველა გუნდს გაუმარჯოს ქვეყნის მაშტაბით,ვარ იმის გულშემატკივარი ვინც ქართულ სულს დებს თამაშში
უსაშველო
15:30 24-08-2019
1
ქუთაისის "ტორპედოს" ბევრი ვაი-გულშემატკივარია "ამოფარებული"... მათ გააძევეს "ვისოლი". ეხლაც აქციონერის ძებნაშია "ტორპედო" მათი "პრეტენზიების" გამო...
tngh
13:23 24-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული