ჩვენ უკვე გამოვკითხეთ ქართველი ჟურნალისტები. ამჯერად გთხოვთ, თქვენ დააფიქსიროთ აზრი ჩვენს გამოკითხვაში, რომელიც ხუთი კითხვისგან შედგება. ამავდროულად, კომენტარის სახით დააფიქსირეთ, რა არის თქვენი არგუმენტები და გამოსავალი.
P.S. საუბარია საფეხბურთო კლუბების დაფინანსებაზე და არა ზოგადად ფეხბურთის დაფინანსებაზე.
[მედიაგამოკითხვა] უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო ქართულ კლუბებს?
დროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!
1) კლუბებს არ ყავთ ნორმალური მენეჯმენტი. დინამოს და საბურთალოს გარდა არავინ ცდილობს კლუბს დამატებითი შემოსავალი გაუჩინოს და მხოლოდ სახელმწიფოსგან მიღებულ თანხებს უყურებენ. დამატებითი შემოსავალი იქნება კლუბის მაღაზია,თუნდაც მცირედი თანხის გადამხდელი სპონსორების მოძიება. მსურველებისთვის დონაციის შესაძლებლობის მარტივი გზის გამონახვა და ა.შ
2) ბილეთის ფასი 1 ლარი სასაცილოა. ამით პირდაპირ ვეუბნებით მაყურებელს რომ უხარისხო ფეხბურთის სანახავად მიდის. შედეგად მაყურებელი არაა და არც შემოსავალია ბილეთებიდან. ბილეთი უნდა ღირდეს მინიმუმ 5 ლარი და გარკვრულ კატეგორიას მაგალითად ფანკლუბს, ფეხბურთის სკოლებს, სპორტული წრეებს კლუბები აბონენტებს საჩუქრად უნდა გადაცემდეს. შედეგად იმ საჩუქარს ფასი მაინც ექნება და ვიღაც ტყუილად არ დადებს სახლში და წავა სტადიონზე. მოკლედ თუ ვინმეს მატჩების ნახვა უნდა და ფული არა აქვს, ფანკლუბში მაინც გაწევრიანდება და აბონენტს საჩუქრად მიიღებს, ვისაც ფული აქვს ბილეთს იყიდის. მოკლედ ინტერესი გაიზრდრბა და მსურველიც სტადიონს გარეთ არ დარჩება.
3) ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც კლუბებს აყავთ და კარიერის კეთების შანსს აძლევს, უფრო მეტი ვალდებულებები უნდა ქონდეთ კლუბის მიმართ. მათ რამოდენიმე წლიანი კონტრაქტი უნდა აკავშირებდეთ კლუბთან და ეგრე იოლად ვერ უნდა მიდიოდნენ. თავისუფლად წასვლა კი მხოლოდ მაშინ უნდა შეეძლოთ თუ კარგი ქვეყნების უმაღლეს ლიგებში მიდიან. ამით ახალგაზრდა ფეხბურთელი აგდებულად ვეღარ შეხედავს რომელიმე ქართულ კლუბში ხელშეკრულების გაფორმებას, თუნდაც ხლფასი დაბალი იყოს.
4) და ა.შ სხვა ფოსტა ნისძიებები. მთავარია რაიმეს ვფიქრობდეთ, ვცდილობდეთ და ვაკეთებდეთ. დაფინანსება კი სახელმწიფოსგან საქართველოში საჭიროა მაგრამ კლუბები ამ თანხების უბრალო მომხმარებლები არ უნდა იყვნენ