დააფიქსირე შენი აზრი! - უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო კლუბებს?

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა საკითხი, უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო საფეხბურთო კლუბებს. ამავდროულად, ხშირად მიდის საუბარი ფეხბურთის განვითარების პროგრამის ავკარგიანობაზე.

ჩვენ უკვე გამოვკითხეთ ქართველი ჟურნალისტები. ამჯერად გთხოვთ, თქვენ დააფიქსიროთ აზრი ჩვენს გამოკითხვაში, რომელიც ხუთი კითხვისგან შედგება. ამავდროულად, კომენტარის სახით დააფიქსირეთ, რა არის თქვენი არგუმენტები და გამოსავალი.

P.S. საუბარია საფეხბურთო კლუბების დაფინანსებაზე და არა ზოგადად ფეხბურთის დაფინანსებაზე.

alt[მედიაგამოკითხვა] უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო ქართულ კლუბებს?

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!






მკითხველის კომენტარები / 32 /
არ უნდა ფინანსდებოდეს არც ფეხბურთი, არც კალათბურთი და არც ცხენბურთი, ფეხბურთელი არაა არც პოლიციელი, არც მეხანძრე. არც არაფრისმაქნისი პარლამენტარი თუ გამგეობის თანამშრომელი, რატომ უნდა ვუხადო ჩემი ჯიბიდან ფული? ინდივიდუალურ სპორტში ხელფასი უნდა ჰქონდეთ ქვეყნის რეიტინგის პირველ სამეულს, ანუ ნაკრების წევრებს, ესევე გუნდურშიც ნაკრებები უნდა ფინანსდებოდეს, ყველა რაიონში უნდა შენდებოდეს სტადიონები და ბაზები, 18 წლამდე ყველა ბავშვისთვის სექციაზე სიარულიც და სპორტული ეკიპირებაც უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ(კერძო სკოლებს არ ვგულისხმობ), დანარჩენი ვისაც
პროფესიონალური გუნდის გაკეთება უნდა თავად მოიძიოს თანხები და დააფინანსოს, არცერთი თეთრი სახელმწიფოსგან
llcl
11:28 22-08-2019
3
კლუბებს და ფეხბუთელებს შორის კონკურენცა უნდა გაიზარდოს.. იმ პროგრამით რაც ახლა გვაქვს წარმოუდგენელია და შედეგებს ვხედავთ რამდენიმე წელია. ფეხბურთს მაყურებელი არ ჰყავს და ეს ნათელი ინდიკატორია იმისა, რომ რაღაც მკვეთრად უნდა შეიცვალოს. მე ვემხრობი საპრიიზო ფონდის არსებობას, სადაც ფონდის შევსების ერთ- ერთი წყარო შეიძლება იყოს ბიუჯეტი. კლუბები უნდა განკერძოვდეს, ამან შესაძლოა 4-5 კლუბი დატოვოს თუმცა ჯსობს ჯანსაღი 5 კლუბი გქონდეს, ვიდრე არაფრის მაქნისი 12 .. კლუბების შემცირებით ფეხბურთელებს შორის კონკურენცია გაიზრდება და მეტი მონდომება მოუწევთ.. საპრიზო ფონდი კი ყველა კლუბზე უნდა გადანაწილდეს, დაკავებული ადგილის მიხედვით.. მე- 5 მე-6 ადგილისთვის ბრძოლასაც უნდა ჰქონდეს აზრი,, სანაცვლოდ დაკავებული ადგილის მიხედვით მეტ საპრემიო თანხას მიიღებს. ეს კი კლუბებს შორის კონკურენციას გაზრდის. ბავშვთა ფეხბურთი კლუბებმა გადასახადისგან სრულიად უნდა გაათავისუფლონ.. სპორტი ღარიბი ადამაინების შანსია და არა მდიდრების ჰობი. ამას ვამბობ 7-8 წელია და იმედია ვინმე მაინც მოისმენს,, ამ საიტზეც არაერთხელ დავწერე,,,
დავით11
11:59 22-08-2019
0

სიახლეები პოპულარული