ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "საბურთალოს" ფრე გაუგორა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 25-ე ტურში "ვიტ ჯორჯიასა" და "საბურთალოს" მატჩი 0:0 დასრულდა.

ცნობილი მოვლენების გამო "ვიტ ჯორჯია" საკადრო პრობლემებს განიცდის და მწვრთნელმა ხაჩიძემ სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 6 ნომინალური მცველი დააყენა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ვეტერინარები" თავს დიდი ძალებით იცავდნენ, მათი მეტოქე კი პირველ ტაიმში უტევდა. უტევდა უხიფათოდ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. პირობით სტუმრებს მომენტები ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ისერგიშვილი.

თბილისი."მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - საბურთალო 0:0

ვიტ ჯორჯია (5-3-2): ლევან ისერგიშვილი, ლუკა ჯანელიძე, ანდრო ნემსაძე, რევაზ
ჩიტიშვილი, ლუკა თათხაშვილი (თორნიკე მუზაშვილი 46), ვასილ ქისიევი, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ირაკლი ზარიძე, ლაშა ნანობაშვილი (თამაზ მაქაცარია 62), ლუკა ვარძელაშვილი (დიმიტრი ხუციანიძე 80), ზურაბ მუსელიანი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

საბურთალო (4-2-2-2): ლაზარე კუპატაძე (კ), ნიკოლოზ მალი, გიორგი ჯინჯოლავა (თორნიკე გორგიაშვილი 74), ნიკა სანდოხაძე, დაჩი ცნობილაძე (ანტე გი 55), ლევან კაკუბავა, ლევან ყენია (გიორგი გულიაშვილი 62), გიორგი დიასამიძე, ელვინ ტერა, გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ვიცი ტორპედო კი მიზან მიმართულათ დააქციენ.
ქუთაისელი-2
15:13 02-09-2019
0
მწვრთნელი გამაგიჟებს,რა ადგილებს უცვლის ამ ფეხბურთელებს,როლოვიჩს რა უნდა ფლანგზე,ფლანგელი შეტევაში ჩართულ მცველს ადგილს უთავისუფლებს ეს პირიქით უზღუდავდა სივრცეს ჯერ მალის შემდეგ ჯინჯოლავას,ყენია უმატებდა და არ უნდა შეეცვალა.დიასამიზე და გორგიაშვილი ათამაშე ერთად როგორც შარშან,ვერ ხედავ რომ ცენტრიდან კომბინაციები ვერ კეთდება!?.სად წინა სეზონის საბურთალო და სად ამჟამინდელი? წლევანდელ თამაშებს თუნდაც მოგებულს სპეციალისტები ფაციფუცს ეძახიან.
tato
11:15 26-08-2019
0

სიახლეები პოპულარული