როინ კვასხვაძე: "ტორპედო" ჩვენ თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ..."

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

ქუთაისის "ტორპედოს" მეკარემ და კაპიტანმა როინ კვასხვაძემ გულშემატკივარს მიმართა:

"მინდა, გულშემატკივარმა სწორად გაიგოს ჩვენი პოზიცია.

"ტორპედოდან" არცერთი ფეხბურთელი არ წასულა. პირიქით, ძალიან გვინდა გავიდეთ, ვივარჯიშოთ, მოახლოებულ მატჩებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე მივედით, რომ ეს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია.

ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობს. ელემენტარულია, ხომ უნდა იკვებონ?! დღეს უკვე აღარც მაგის საშუალებაა! სავარჯიშო პირობები არაა, მომავალი გაურკვეველია...

"ტორპედო" არ მიგვიტოვებია! უბრალოდ, იმდენად რთულ პირობებში ვართ, ძველებურად გაჩერება შეუძლებელია.

პირადად ჩემთვის "ტორპედოს"
დაშლა ძალიან მტკივნეული იქნება. "ტორპედო" არაა რიგითი კლუბი, მას გაფრთხილება უნდა. დღეს "ტორპედო" ჩვენ თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ..."


მომზადებულია facebook.com/FCTorpedoKutaisi1946-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
სიმართლე ერთია ეგ კაცი მაგ მაყუთის დამბრუნებელი არარის ქეცრო გასროკონ თავიდან იცოდა რასაც აკეთებდა და ყველაფერი ნაბიჯ ნაბიჯ ექნება გათვლილი არც ქონება ექნება თავის სახელზე და არაფერი.ანუ ეგ ფული დაკარგულია და ტორპედოს ვალად დაედობა.აი როცა გაყიდეს მაშვინ მიქარა ქუთაისის მერიამ ადრეც დავწერე და ეხლაც ვიმეორებ ეგეთი ტიპის ადამიანებისთვის ზედგამოჭრილია დღევანდელი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა . ზოგადად ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ეგეთი ფორმით წყალში გადაყრილი ფულია ძველ პერიოდში ამის ჩამდენს სამუდამოს მიირთმევდენ თან ციმბირში თეთრ დათვებთან. მარა ჩვენთან დღეს ისეთი ბარდაგია ყველას კიდია კანონიც და სახელმწიფოც.ისიც ზღაპარია ვიღაცას მთავრობაში გაუყო მაყუთიო ეგეთი სტილის ხალხი პოლიტიკოსებთან ეგეთ თემებზე არ ურთიერთობენ სხვა ყაიდის ხალხია და ამის ახსნას ეხლა აქ აზრი არააქვს გამგები გაიგებს.
zaza
10 ოქტომბერი 2019 12:46
0
გუშინდელი ჩემი კომენტარი, რომელიც საიტის ადმინისტრაციამ დაბლოკა, არ შეიცავდა უხამსობას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას და არც სიძულვილის ენას. იმის აღნიშვნა,რომ ტორპედოს დაშლა სირცხვილი იქნება მერიისათვის და ფედერაციისათვის, რომლებსაც იურიდიულ-სამართლებრივი ფორმით პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, თუ დისკრედიტაციას წარმოადგენს კი ბატონო.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.გადაეფარეთ თქვენ ფავორიტებს, აქეთ და ადიდეთ ვინც გნებავთ. საბედნიეროდ საინფორმაციო საშუალებები მრავლადაა.
ნუგზარი
10 ოქტომბერი 2019 12:44
1
რატომ არ იჭერენ ჩაჩავას? რატომ დუმს მერია ან რატომ არაფერს აკეთებს პროკურატურა?! მე რომ ვყოფილიყავი ჩაჩავას ადგილას და ამდენი ფული "შემეჭამა",
გამივიდოდა ასეთნაირად?! აშკარად ზედა ეშელონებშია წილი მიტანილი, თორემ ესეთი უმოქმედობა რას დავაბრალოთ? მოკლედ, ისევ ქუთაისელები უნდა დაირაზმონ და ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებს "კარებები აუტალახონ"!
სიმართლე
10 ოქტომბერი 2019 11:42
0
bijo ak tbilischi kviteli presis purclebze ra ceria imas kiar varchevt, cota tavi cheikavet visac torpedo pexebze kidia, dasachleli racaa da vincaa vicit kargat am kalakis macxovreblebma, ra pulis cagebis upleba mivecit, prezidenti iko chachava gundis mis xelchi iko puli adga da caigo, vin dauchlida an vin icoda ras aketebda, ro gamoxvalt ak brznuli azrebit jer gaerkviet situaciachi, kutaisi mixedavs torpedos iseve, sxva aravis imedi argvak, kartveli kaci ro itkvis dasachlelia torpedoo, ai machin akvs kvekanas d m,
KUTAISELI
10 ოქტომბერი 2019 10:28
1
მერიის წინ რომ აწყობთ აქციებს ვინც მიიყვანა ამ დღემდე გუნდი იმას მოთხოვეთ ხომ დადასტურდა რომ მიითვისა ფული,,მოძებნეთ და მიიყვანეთ ბაზაზაე თუ ფაქთ მაგის შნო,,ამ აქციებით არაფერი შეიცვლება,არც ფეხბურთიის ფედერაციას არ უნდა მოთხოვოთ არაფერი,იმიტომ რომ ფედერაცია ბევრ და კარგ საქმეებს აკეთებ,,ვმოძებნეთ და მოსთხოვეთ თუ გაქვთ შნო
ika
10 ოქტომბერი 2019 15:07
1
კეთილი ინებოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და აუტალახოს კარი ვისაც ეს ეხება და გადაარჩინოს "ტორპედო" განადგურებას!!!...
არტაგი
09 ოქტომბერი 2019 23:59
0
უფლება რომ მისცეს სამი მილიონი მიეთვისებინა ვიღაცას დასაშლელია ეგეთი გუნდი,ხმა მაშინ ამოეღოთ
ჯიჯი
09 ოქტომბერი 2019 23:48
5
სირცხვილია!!! ქართული ფეხბურთის "შეფობას" თავმოყვარეობა არ გააჩნია უბრალოდ!!!
გიგა
09 ოქტომბერი 2019 21:32
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული