გიორგი მაკარიძე: "ბენფიკა"? ამაზე 1 წელი ვფიქრობდი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძემ ყველაზე პოპულარულ პორტუგალიურ სპორტულ გამოცემა A BOLA-ს "ბენფიკაში" ვერგანხორციელებულ ტრანსფერზე ესაუბრა.

"2016/17 წლებში კარგი სეზონი მქონდა, შემდეგ კი "მორეირენსეში" აღარ მათამაშებდნენ. ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო. მგონია, ამ კლუბში გატარებული დროის განმავლობაში ასეთი მოქცევა არ დამიმსახურებია. თუმცა არასდროს ჩამიქნევია ხელი. ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდი და უფრო კარგად ვითამაშებდი. ასეც მოხდა.

"ბენფიკაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი, თუმცა ტრანსფერი არ შედგა (იცინის). შემდეგ უკვე "ბრაგას" ვარიანტი იყო, რომელმაც თავად გამოხატა ინტერესი, თუმცა რაღაც-რაღაც მიზეზების გამო იქ არ გადავედი და
ვაღიარებ, ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო.

"ბენფიკაში" ვერშემდგარი ტრანსფერი დიდი იმედგაცრუება იყო. მთელი წელი მაგაზე ვფიქრობდი. ვერ ვიტყვი, რომ ეს აუხდენელი ოცნება გახლდათ. ოცნებად არა, ასეთი ნაბიჯი მიზნად მიმაჩნია და მსგავსი მიზანი ყველა ფეხბურთელს აქვს. ყველას სურს, რაც შეიძლება მაღალ დონეზე ითამაშოს, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაში", - თქვა გიორგიმ.

მაკარიძე პორტუგალიის წლევანდელ ჩემპიონატში შესანიშნავად თამაშობს "ვიტორია სეტუბალის" შემადგენლობაში და განვლილი 7 ტურიდან კარი მშრალად 5 შეხვედრაში შეინახა. გოლები მხოლოდ "ბენფიკასა" და "პორტუსთან" გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული