"აინტრახტის" პირობები "ტორპედოს" გამოსყიდვასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ყველასათვის ცნობილია, თუ რა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება ქუთაისის "ტორპედო", რომლის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ კლუბის შეძენა გერმანელ ინვესტორებს სურთ.

გუნდის გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანულ მხარეს ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერები წარმოადგენენ და მათი პირობები კლუბის გამოსასყიდად ქალაქის მერიისადმი შემდგომში მდგომარეობს:

1️. სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. "ტორპედოს" აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის "აინტრახტის" აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის
აღზრდილებიც მოირგებენ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
რაღაც ცალმხრივი პირობებია , დაზუსტებულად უნდა დაიწეროს რა ხდება, თორემ დახოცავს აქ ერთმანეთს ოპტიმისტები და პესიმისტები
givi
31 ოქტომბერი 2019 12:56
3
იმ პირობებში მყოფი გუნდისათვის, როგორშიც დღეს ქუთაისის ტორპედო იმყოფება, პირობები მისაღებია. ვინც ამას არ დათანხმდება და დამატებითი თხოვნები გაუჩნდება, რაც ირიბათ თუ პირდაპირ შეთანხმების ჩაშლისკენ იქნება მიმართული, ის გუნდის მტერი თუარა არც მოყვარეა. აქ საგულისხმოა ერთი ფაქტი 20-წლიანი იჯარის შემდეგ კლუბი, რომ დააბრუნონ, საკუთრებაში გადაცემული სტადიონი და ბაზა მათ რჩებათ, ასე ჩანს შემოთავაზებული პირობებიდან.
ნუგზარი
31 ოქტომბერი 2019 11:45
3
შესანიშნავი წინადადებაა და არ მითხრათ ახლა, ვინმე გამოქათამებული უარის თქმას აპირებსო, ეგრევე დასაბრედი იქნება "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბის ხელით - სარზე დასმით, კარგად რო იწვალოს!:) ))))
დავით
31 ოქტომბერი 2019 09:45
4
მაგას ვერ მოესწრებიან.
Iber.
30 ოქტომბერი 2019 20:46
47
ვერ მოესწრებიან და გევიდეთ მე და შენ და უბანი უბანზე ვითამაშოთ:)
:)
31 ოქტომბერი 2019 08:13
0
ვალდებულებებს იღებდნენ და არ ასრულებდნენ.ეს არაფრის ვალდებული არ არის,სტადიონს და ინფრასტრუქტურას,უფასოდ დაეპატრონება,გუნდზე კი იჯარა რას ნიშნავს?არაფრის ვალდებული არ იქნება.გვიჭირს,მაგრამ ისე არ გამოვიდეს,გიჟი ჰყრიდა,ჭკვიანი კრეფავდაო.შეთავაზება ნამდვილად ვერ იწვევს ნდობას,
სოსო
31 ოქტომბერი 2019 13:20
2
სახვა გამოსავალი არ არი, უნდა დათანხმდენ და სასიკეთოდ არ წავა საქმე და მერე ისეთ დღეში ჩავაგდებთ ფრანკფურტი დაავიწყდებათ, დღევანდელი მოცემულობით სხვა გამოსავალი არ არი და უნდა დავთანხმდეთ.
ilia
31 ოქტომბერი 2019 11:49
4
მინიმუმ 15 მილიონი ევროს აქტივებს ითხოვენ რომ გადავუხადოთ იმისათვის რომ თავიანთი კლუბის უფასო რეკლამა აკეთონ? ეს სიგიჟეა....
ამის საპირწონედ მაშინ უნდა დაიდოს უაქცეპტო ხელშეკრულება კლუბის იჯარაზე იმ პირობით რომ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელების 75% იქნებიან ქართველები, რომ დაწესებული იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობა და რამდენ ადამიანს დაასაქმებენ საერთო ჯამში. უნდა აიღონ ვალდებულება კლუბის ყოველწლიური მინიმალური ბიუჯეტის ოდენობაზე. ხოლო იჯარის პირობებიდან ვადაზე ადრე გასვლის შემთხვევაში მიღებული აქტივების ფასის ორმაგის ოდენობის ფულად გადახდა, რადგან როგორც წესი საკუთრების დაბრუნება არ ხდება ევროკანონმდებლობით,არის მხოლოდ კომპენსაცია.
jango
01 ნოემბერი 2019 12:15
1
მიცენ . და ლიგაზე გავა . და ევროპა ლიგაზე გერმანელები ვიცი . რაც არიან
Dato . mogeladze
31 ოქტომბერი 2019 05:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული