არჩილ ბერიძე სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და კლუბს დატოვებს - ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი განცხადება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა, სადაც კლუბის მფლობელის, არჩილ ბერიძის თქმით, ის, სავარაუდოდ, ქართული ფეხბურთის და გუნდის დატოვებას აპირებს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს"

არჩილ ბერიძე - დინამო ბათუმის მფლობელი", - წერია განცხადებაში.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის 33-ე ტურში სტუმრად საჩხერის "ჩიხურასთან" ანგ
არიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის 27-ე წუთზე ვიდეოგამეორებიდან ჩანდა, რომ დვალიშვილის დარტყმული ბურთი საჩხერელთა მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. გარდა ამისა, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოვინო ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, რა დროსაც ის წესების დარღვევით გააჩერეს, თუმცა მსაჯის სასტვენი კვლავ დუმდა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
არ უნდა წავიდეს, პირიქით გუნდის გაძლიერებაზე იფიქროს! ეტყობა ბათუმისთვის წელს ჩემპიონობა არ ემეტებათ!
მერაბი
04 ნოემბერი 2019 09:51
0
რა ვერ გაიგეთ ამ კაცს სურს პატიოსანი ფეხბურთში და არა ვიღაც უსინდისოდ მსაჯის და ....... მაიმუნობა
ნოდარი
02 ნოემბერი 2019 00:07
0
და ამ დროს ფიფია ხარხარებს.
გია
01 ნოემბერი 2019 23:54
2
იცით რაშია საქმე, ჩაჩავასი არ იყოს ესენი მოსული არიან უცბად ფულის საშოვნელად თუ გამოვიდა ხომ კარგი თუ არადა, ხელებს იბანენ.საშინელია საბჭოთა მენტალიტეტის ხალხი, ისინი შავი ჭირივით არიან მთელ ცივილიზებულ სამყაროს მოდებული. კიდევ მრავალი ათეული წელია საჭირო სანამ მათ გადახარშავს კაცობრიობა.
gia jashi
01 ნოემბერი 2019 22:02
7
მიხედ მოიხედა ამ კაცმა და რო ნახა რა სანაგვეში ამოყო თავი,ფიქრობს თავს უშველოს. მესმის ამ ადამიანის.
ზუგდიდი
01 ნოემბერი 2019 21:51
6
მანამდის გია ჯიშკარიანი იქნება ფეხბურთში მსაჯები ეგრე მოიქცევიან. იცით თქვენ ეს ყველაფერი, ფიფიასთან ერთად და ხმას არავინ არ იღებთ. ამიტომ შეეგუეთ შედეგს
guro
01 ნოემბერი 2019 21:41
2
არ მჯერავს ამ ყველაფრის აქ სხვა ამბავია 49 წლიანი იჯარაო და 49 დღე ვერ გაქაჩა ერთ თამაშში რაც მოხდა ეს არ უნდა იყოს მიზეზი მოეგო ვიტ ჯორჯიაზე თუ იყომარეს იქ?
dato
01 ნოემბერი 2019 21:39
4
დაიწყო ულტიმატუმის ენით ლაპარაკი, ამან თუ მსაჯის პირველივე შეცდომაზე გუნდი დატოვა კარგად ყოფილა ბათუმის საქმე. არადა მეგონა იმ დაპირებების ნახევარს მაინც შეასრულებდა რაც თქვა.
a.a.
01 ნოემბერი 2019 21:19
3
საქმის მიტოვება ყველაზე ადვილი გამოსავალია!
ამას ტაშის დაკვრა არ ჭირდება.
კაცობა არის თქვა ღიად რაც ხდება და არ დაივიწყო ათასობით ქომაგი უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედით რომ უყურებდა.
თუმცა რა ჩალის ფასი გახდა ნამუსი საქართველოში.... გული მტკივა.
დიდგორელი!
01 ნოემბერი 2019 20:51
2
დინამო საბურთალოს თამაშის შემდეგ ვთქვი დინამო ხდება ჩემპიონი საბურთალო თას აიღებსთქო და მაქითკენ მიდის ყველაფერი. მიდი ძმაო წადი სანამ დროა და შენც ოჯახს შეარგე ის ფული. აქ ქვეყანას ადამიანები არ მართავენ ყელამდე ნეხვში ვართ
გოგა
01 ნოემბერი 2019 20:43
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული