არჩილ ბერიძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლა გადაიფიქრა - ამბობს, რომ ერთმა ნაძირალამ ქართული ფეხბურთი არ უნდა მოკლას

AutoSharing Option
"ჩიხურასთან" ნამატჩევს (0:2) მსაჯობით უკმაყოფილო ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ქართულ ფეხბურთსა და კლუბს სავარაუდოდ დატოვებდა. თუმცა, შემდეგ გამოცემა "ბათუმელებს" განუცხადა, რომ წასვლას არ აპირებს:

"არაფერი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ხვალ ჩავნიშნეთ 1-ელ საათზე პრესკონფერენცია და ვიტყვით ყველაფერს. ვიტყვით დღევანდელი თამაშის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რა იყო… მაგრამ ამით ბათუმის "დინამოს" წარმატებას, ბათუმის "დინამოს" განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, დამიჯერეთ.

ხვალ გავაკეთებ განცხადებას ამ თამაშზე. თუ როგორ არ შეიძლება ასე ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშები. მით
უფრო მაშინ, როცა გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. არ შეიძლება ერთმა ნაძირალამ გადააყოლოს გუნდის განვითარებას, ფედერაციის წინსვლას და ამდენ გაკეთებულ საქმეს ყველაფერი.

ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის "დინამოს" წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება.

დღეს მას არ მოსვლია ეს შეცდომით. ყველაფერი გააკეთა გამიზნულად - იმისთვის, რომ "დინამოს" წინსვლისთვის ხელი შეეშალა. აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა გამიზნულად. შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ ექსპერტს ავუხსნა, ვისაც პრეტენზია ექნება იმაზე და იტყვის, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია."

ინტერვიუს სრული ვერსია ამ ბმულზე იხილეთ

altარჩილ ბერიძე: ეს მარაზმი დროზე უნდა ვამხილოთ - თუ არ უნდათ ბათუმში ფეხბურთის ბუმი, აქ არაფერი მესაქმება

altარჩილ ბერიძე სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და კლუბს დატოვებს - ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი განცხადება

altსაკამათო ეპიზოდი "ჩიხურა"-"დინამოს" მატჩში [VIDEO]

altეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "ჩიხურას" უსიამოვნო სიურპრიზი ბათუმის "დინამოს"

მკითხველის კომენტარები / 22 /
რაო ვერ რისკავ რო თქვა დინამოს სასარგებლოდ შეცდაო? ეს მაინც არ გაჩერდება ბათუმში დიდი ხანი!რა 49 მილიონიანი ინვესტიცია რო ამბობდა, ერთი ჩვეულებრივი უპრინციპო კაცია. ბუტია კაცი!
s..s
02 ნოემბერი 2019 02:11
4
გადავდექი, არგადავდექი არ გვაინტერესებს.
უთხარი სიმართლე საზოგადოებას რა ხდება, კლუბის მენეჯერი თიმეიჯერივით არ უნდა იქცეოდეს!
დიდგორელი!
02 ნოემბერი 2019 00:22
3
პირდაპირ ტქვი თუ მაგარი ხარ რო რომა ფიფია ცდილობს ბათუმის განვითარებას ხელი შეუშალოსთქო
barsa
02 ნოემბერი 2019 02:16
3
ეს კარგი გასაგებია. პატარა ბავშვივით საუბრობს.ხელი იყო პენალტი იყო.წითელი უნდა მიეცა მაგრამ არ მიცა.ერთი ის რომ ესეთი ციცი ნათელა მეპატრონოები არიან რო ერთი წელი ჰა 2 წელი და მერე ქრებიან.არანაირი პპროგრამა არ აქვს.მოვიდა ჩემპიონი თუ ვერ გავხდები წავედიო.იმის მაგივრად უფრო გავათმაგებთ ჩვენ შრომას როო თკვა და ვერც მსაჯი და ვერც მინდორი ვერაფერს ვერ გვიზავს რო ეთქვა.იმის მაგივრად გაიბუტა.რომც გახდეს ჩემპიონი მაინც წავა უპროგრამო ენთუზიაზმზე აიყვანა გუნდი.არა შორს მიმავალი ხედვები.საქართველოში გუნდის შენახვა ძვირი ჯდება.ასე რომ იქ თაგლითი ჩახავა აქ ეს ბუტია.არ შეიზლება.უნდა დადოს ამანაც და სხვა პროგრამა ბანკში გარანტიები.სანამ გუნდს ჩაბარებთ ვინმეს.ქუთაიში ხო დაგვირგვინა იმ სიაფანდმა..მოვიდა წაიგო და წავიდა.ეხლა ბერიკიეზეც მინდა ვტკვა ანუ ბერიკიე შუკაკიძეზე.ანდრე როო იქაცებოდა მსაჯებისკენ.ეხლა რატომ არ ამოიგო ხმა მსჯი კარგად გვარიანად დაგვეხმარაო.რატომ იტყვის მამენტ:)))ჩვენტან ფეხბურთი მოყვარულის დონეზე გაიგეთ ეს,არიან GFF დან დაწყებული პიარში.მორჩა!! გამონათებები იქნება მიგწევები არ იქნება ამ მიდგომით.გმერთმა ქნას ვცდებოდე
misa
02 ნოემბერი 2019 06:45
1
რატოა რომ ყოველთვის, ყველგან და ყველანი მსაჯს აბრალებენ? თან სპეციალურად შეცდაო. ამას სხვაგვარად ქვია შანტაჟი. წავალ, მოვალ, ფულს არ გადავიხდი, სიმართლეს ვიტყვი-დარწმუბნებული ვარ სხვა ჭიჭი მიჭი ქვეყნებშიც იგივე ხდება. საბურთალოც ეგრე აწვებოდა მსაჯს, დინამო თბ-ს თამაშზე. ჰოდა მე ვნახე განხილვა-გარჩევა, მაგრა ჩალიჩობდნენ ჟურნალისტები მაგრამ მსაჯმა დაუმტკიცა რომ ყველაფერი სწორად იყო. ხოლო მერე საერთოდ აღმოჩნდა რომ დინამოს გოლი არ ჩაუთვალეს. ასე რომ ეს ლაილაია. დინამოს ქომაგები უბრალოდ არ ყვირიან, ამიტომაც ვისაც არ ეზარება ყველა დინამოს აბრალებს. მარტივი კითხვაა: რამდენი წელია დინამო თბილისი ჩემპიონი არ ყოფილა? ჰოდა მსაჯები რომ ეხმარებოდნენ, მაშინ როგორ იქნებოდა?
martlaaa
02 ნოემბერი 2019 10:25
5
მსაჯები რო სულ დინამოს უდგებიან ეხმარებიან და ყოველი სადავო მომენტი დინამოს სასარგებლოთ წყტდება ეს რო ვერ დაინახო ბრმა უნდა იყო ან დინამოს ბალეშიკი მთელ საქართველოს ეზარება დინამო იმიტომ რო ან მსაჯებს ყიდულობდა ან ფედერაციას ან კიდე გუნდს და უწვებოდა ეგაა რეალობა და საქარველოს ყველაზე მეტი ბინძური გუნდია თქვენი დინამო თბილისი თავისი პრეზიდენტით
Qutaiseli
02 ნოემბერი 2019 15:36
2
ბატონ ბერიძეს მივმართავ თხოვნით როგორც ბათუმის დინამოს და ზოგადად ქართული ფეხბურთის ქომაგი,რაც თქვენ გააკეთეთ ბათუმის დინამოსათვის,ბათუმელი გულშემატკივრისათვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის უპრეცენდენტოა.ამისათვის ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მინდა გთხოვოთ რომ ნუ წახვალთ,ასე ახლოს ბათუმი არასოდეს ყოფილა ჩემპიონობასთან.ჯერ დაკარგული არაფერია.დარწმუნებული ვარ ბათუმის დინამოს ფეხბურთელებიც დარჩენილ მატჩებს განსაკუთრებული მონდომებით ჩაატარებენ და ქულათა მაქსიმუმს ავიღებთ.წინ დიდი სიხარული გველის.მსაჯებიანად უნდა დავამარცხოთ მოწინააღმდეგენი,ჩვენ ეს შეგვიძლია.
წინ ბათუმის დინამო!!!
ქობულეთელი
02 ნოემბერი 2019 16:31
0
სიმინდის ყანაში რომ გვათამაშეს ხარისხი როგორ უნდა ეჩვემებინა გუმდს. ფედერაციამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ საკითხებს....
რომა
02 ნოემბერი 2019 10:14
0
აქ ერთი ფერხბურთმცოდენე რო იძახის 2-0 წააგო ბათუმმაო, სამართლიანი მსაჯობა რო ყოფილიყო 64-ე წუთზე 0-2 რო იქნებოდა მერე გენახა ვინ რა ანგარიშით წააგებდა, თუ ფეხბურთის რამე გაეგება ადამიანს ეს უნდა იცოდეს.
გარდა ამისა რამდენჯერ მინახია ავტობუსში 50 თეთრს რო არ იხდიან ტიპები, სტადიონზე წასვლას და 2 ლარის გადახდას რო თავი დავანებოთ, საერთოდ ძალიან პრეტენზიები რო აქვთ ხოლმე ადამიანებს თვითონ 1 ლარი თუ გაუციათ ოდესმე რომელიმე სახალხო საქმისთვის ძალიან საინტერესოა. ადამიანს უკვე დახარჯული აქვს რამდენიმე ათასი და უნამუსობაზე პრეტენზიაც არ გამოთქვას.
ბერიძეს რაც შეეხება რა თქმა უნდა უნდა დარჩენილიყო და ბოლომდე უნდა იბრძოლოს ბათუმელებთან და თავის გუნდთან ერთად რა თქმა უნდა. უნდა გაუძლოს ასეთ გამოწვევებსაც და ხანგრძლივ ვადაში წარმატებების მიღწევა უნდა გათვალოს და შეძლოს.
ჯ.ს.
02 ნოემბერი 2019 14:41
0
მთელ საქართველოს უხარია ბათუმში ასეთი სტადიონი რომ შენდება, გუნდი რომ ბრძოლისუნარიანია ამას ყველა ვხედავთ, გეგუჩაძე ჩვენ ჩემპიონატის დონეზე ერთერთი ყველაზე წარმატებული და ავტორიტეტული მწვრთნელია!! ფედერაციამ უნდა გააკონტროლოს მსაჯებიც! თუკი რომელიმე ფეხბურთელმა თამაშის გარიგებაში მიიღო მონაწილეობა, მაშინ ამ ლიგიკით რა გარანტია გვაქ რო ეს მსაჯები არ არიან ამ გარიგებების მონაწილეები? / გუშინ როგორც კი შევხედე თამაშს პირველ რიგში მოედანი მდგონარეობა მომხვდა თვალში, რა აყო ეს? საქონელი არ იკადრებდა მანდ ჩლიქის დადგმას!!!! ეს ჩემპიონატის პრესტიჟს არ ლახაავს? ასეთ მოედანზე თამაში? რატო დართო ნება ჩუხურას ამ მოედანზე რომ ეთამაშა? მე მახსოვს მოედნის დაბალი ხარისხის გამო ფედერაციამ წარსულში აუკრძალა ბევრ გუნდს თამაში, და ის მოედნები ამ მოედანს 100 თავით ჯობდა!!! აი ეს იყო დანაშაული ფედერაციის მხრიდან! მოედანზე რო ბალახი არააა, იმ მიედანზე ფეხბურთი არ უნდა ათამაშო!! ბოლოსდაბოლოს ბურთი ხომ უნდა გააგორო, ეს მინდვირის ფეხბურთია და მე გუშინ მანდ მინდორი ვერსად დავინახე!!! დისკვალიფუკაცია უნდა მაგ მოედანს! ეს იქნება სამართლიანი! და კიდევ ბერიძეს მინდა მივმართო , ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება ახლა ბათუმის მიტოვება! პირველ რიგში დინამოს ფანებისთვის და მერე მთელი ქართველი გულშემატკივარისთის !!!!
Vasili
02 ნოემბერი 2019 14:49
0
90-bolos kargi gundi yavda dinamos.shekiladze.maxaradze.mumu.tuxa.togonidze.mashinac bolo turebsji daicagra dinamo.samwuxaro degaviu.
Amiko
02 ნოემბერი 2019 10:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული