"მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა, ტრანსფერზე შეთანხმება მალევე შედგა. ტრანსფერში არაერთი პირი მონაწილეობდა, მათ შორის, ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში კრისტიან ძაკარდომ უდიდესი წვლილი შეიტანა.
აურელიო დე ლაურენტისთან პირადად არ მისაუბრია. მას მოვიკითხავ და წარმატებას ვუსურვებ. მინდა ვუთხრა, რომ ხვიჩას სახით დიდებული ფეხბურთელი ჰყავს.
რა არის ხვიჩას წარმატების
ბათუმის "დინამოს" ქომაგები ოცნებობენ, რომ ბათუმში "ნაპოლისთან" ამხანაგური მატჩი ჩატარდეს. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ბერიძემ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.
"რატომ ვერ ითამაშა მირანჩუკმა კვარაცხელიას დონეზე?" - სიომინმა უპასუხა