"დავიწყებ იმით, რომ ასეთ მოედანზე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი და თამაშები არც უნდა ტარდებოდეს. ეს არის თვითონ კლუბის გადაწყვეტილება, რომ ამ მოედანზე ეთამაშათ.
ჩვენ ვერ მივიღებდით კატეგორიულ გადაწყვეტილებას, რომ აგვეკრძალა მათთვის აქ თამაში, რადგან კლუბებს აქვთ საფუძვლიანი პრეტენზია, რომ მათ თუ ითამაშეს, უნდა იასპარეზონ სხვა გუნდებმაც. ეროვნულ ლიგაზე მარტო ფედერაციამ არ უნდა იზრუნოს, კლუბებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა და ეს
ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რაც მე მოვისმინე მსაჯის მიმართ. ფაქტია, ის კომენტარები რაც გაკეთდა, იყო შეურაცხმყოფელი და ჩვენი მხრიდან გაეცემა შესაბამის პასუხი.
პირველი ეპიზოდი იყო თერთმეტმეტრიანი, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ძნელი დასანახი იყო იმ კადრებით, რაც ვნახე , იყო თუ არა კონტაქტი. კონტაქტიც რომ არ ყოფილიყო, ფაქტია ხელი შეეშალა ფეხბურთელს, რომ მეკარესთან გასულიყო ერთი ერთზე.
ბათუმის "დინამოს" ამ შემთხვევაში პრობლემა თვითონ გუნდში აქვს, იგივე თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრა ანგისაზე არ უნდა ჩატარებულიყო და სხვა თამაშებიც, ჩვენც რაღაცებს ვითვალისწინებთ.
ეს არის ტიპიური მაგალითი, რომ არ გინდა შენი პრობლემები დაინახო. თუ ეროვნულ ლიგას მივადევნებთ თვალს, ბათუმის „დინამოს“ ყველაზე მეტი პენალტი აქვს დარტყმული და ვფიქრობ, იგივე „ვიტ-ჯორჯიასთან“ დადებული პენალტი არ იყო პენალტი და იყო სხვა შემთხვევაც.
ის, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მეც მაგ აზრზე ვარ. მსაჯის ქმედებაზეც რა თქმა უნდა, რეაგირება ექნება. მსაჯების კვალიფიკაციაში რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემა. თუმცა მსაჯობა VAR-ის პირობებშიც პრობლემაა.
როდესაც გუნდის ხელმძღვანელი გამოდიხარ და ვიღაცებს ბრალს სდებ, ფაქტებით უნდა ისაუბრო. პრობლემა ისაა, რომ გუნდებს ერთმანეთის ნდობა არა აქვთ. ოთხი წელია გუნდებს ვეხვეწებით, შექმენით პრემიერლიგა და ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და ყველა ფედერაციისკენ იშვერს ხელს".
2) ,,ვეტარან ფეხბურთელებზე მეტი ახალგაზრდა 19-23 წლის ბიჭები თამაშობენ და იზრდებიან პროფესიონალებად და ეს მათ ასაკობრივ ნაკრებებს უკვე დაეტყო"- ეს უფრო კომედი შოუს ან უკეთეს შემთხვევაში,,სოვეტსკი სპორტის" მასალაა.
3) მსაჯები, სამოყვარულო ლიგა- უკომენტაროდ
4) მასობრიობა- მაგარია! გადაჭედილია სტადიონები, მოუთმენლად ელის ხალხი ეროვნულის ტელეტრანსლაციას!
5)მწვრთნელები, ექიმები- ვხედავთ ნამოღვაწარს-ევროპაში 7 წლიანი ნაამაგარით ერთი წრე გადავლახეთ! სანამ სომხები და ლუქსემბურგი შეგვხვდება.
6) კიდევ ბევრი სასიკეთო რამ- ყველაზე მაგრად ეს მომეწონა.. .
და ბოლოს უკვე სერიოზულად- საკმარისია ამ გაძვატყავებული ხალხის ფულის ფრანტვა! ეს ბოლი უკვე ყელშია გაჩხერილი. აღარ იბოლება.შეგიძლია? დადე სანახაობა და შეირგე შენი ლუკმა! 24საათს მუშობს ხალხი ოჯახი რომ გამოკვებოს! მისახედი და საპატრონო ამ ქვეყანაში ათიათასობითაა, ყოფნა-არყოფნის დღე რომ უდგას!