ლევან კობიაშვილი: ბათუმის "დინამოს" პრობლემა თვითონ გუნდში აქვს

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა:

"დავიწყებ იმით, რომ ასეთ მოედანზე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი და თამაშები არც უნდა ტარდებოდეს. ეს არის თვითონ კლუბის გადაწყვეტილება, რომ ამ მოედანზე ეთამაშათ.

ჩვენ ვერ მივიღებდით კატეგორიულ გადაწყვეტილებას, რომ აგვეკრძალა მათთვის აქ თამაში, რადგან კლუბებს აქვთ საფუძვლიანი პრეტენზია, რომ მათ თუ ითამაშეს, უნდა იასპარეზონ სხვა გუნდებმაც. ეროვნულ ლიგაზე მარტო ფედერაციამ არ უნდა იზრუნოს, კლუბებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა და ეს
მარტო ჩვენი პასუხისმგებლობა არაა.

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რაც მე მოვისმინე მსაჯის მიმართ. ფაქტია, ის კომენტარები რაც გაკეთდა, იყო შეურაცხმყოფელი და ჩვენი მხრიდან გაეცემა შესაბამის პასუხი.

პირველი ეპიზოდი იყო თერთმეტმეტრიანი, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ძნელი დასანახი იყო იმ კადრებით, რაც ვნახე , იყო თუ არა კონტაქტი. კონტაქტიც რომ არ ყოფილიყო, ფაქტია ხელი შეეშალა ფეხბურთელს, რომ მეკარესთან გასულიყო ერთი ერთზე.

ბათუმის "დინამოს" ამ შემთხვევაში პრობლემა თვითონ გუნდში აქვს, იგივე თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრა ანგისაზე არ უნდა ჩატარებულიყო და სხვა თამაშებიც, ჩვენც რაღაცებს ვითვალისწინებთ.

ეს არის ტიპიური მაგალითი, რომ არ გინდა შენი პრობლემები დაინახო. თუ ეროვნულ ლიგას მივადევნებთ თვალს, ბათუმის „დინამოს“ ყველაზე მეტი პენალტი აქვს დარტყმული და ვფიქრობ, იგივე „ვიტ-ჯორჯიასთან“ დადებული პენალტი არ იყო პენალტი და იყო სხვა შემთხვევაც.

ის, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მეც მაგ აზრზე ვარ. მსაჯის ქმედებაზეც რა თქმა უნდა, რეაგირება ექნება. მსაჯების კვალიფიკაციაში რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემა. თუმცა მსაჯობა VAR-ის პირობებშიც პრობლემაა.

როდესაც გუნდის ხელმძღვანელი გამოდიხარ და ვიღაცებს ბრალს სდებ, ფაქტებით უნდა ისაუბრო. პრობლემა ისაა, რომ გუნდებს ერთმანეთის ნდობა არა აქვთ. ოთხი წელია გუნდებს ვეხვეწებით, შექმენით პრემიერლიგა და ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და ყველა ფედერაციისკენ იშვერს ხელს".

მკითხველის კომენტარები / 39 /
არ ვიცი აქ რამდენადაა დებატების ადგილი, მაგრამ ისევ არაარგუმენტირებული და უბრალოდ თითქოს ცინიკური პასუხებია.
1.ეროვნული ლიგა - უკემნტაროდ - გააჩნია რას ადარებ, თუ ვადარებთ პრემიერლიგას, გასაგებია, მაგრამ თუ ვადარებთ იმას რაც იყო 4-5 წლის წინანდელ ჩემპიონატს, მაშინ ძალიან ბევრი დადებითი კომენტარის გაკეთებაა შსაძლებელი;
2. "სოვეტსკი სპორტის მასაალაა" - ალაბთ ადევნებთ თვალს ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლას და ნახავდით გინდაც ახალგაზრდული კარგ თმაშებს, U19 და U17 რომ არ ვილაპარაკოთ, ყოველგავრი პრობელემის გაეშე რომ მოიგეს შესარჩევი და მათ შორის ხორვატია დაჩაგრეს;
3. ისევ უკომენტაროდ - გეტყვი რომ მოყვარულთა ლიგა ტარდება მთელი ქვეყნის მაშტაბით მთელი წლის განმავლობაში სადაც დაახლოებიტ 400 გუნდია ჩართული და მათი ფეხბრთელები. თუ ფეისბუქი გაქვთ , შეგიძლიათ პირდაპირ ნახოთ მათი გვერდი "მოყვარულთა ლიგა" და დარწმუნდებით;
4.მასობრიობის შინაარსიც არასწორად არის გაგებული თქვენს მიერ- მასორიობა არის სპორტის სახეობაში ჩართული ხალხის რაოდენობა, რომელიც მკვეთრად გაზრდილია და უფრო მეტი ბავშვი დადის დღეს ფეხბურთზე და მეტი მოყვარული თამაშობს ფეხბურთს ვიდრე ეს იყო თუნდაც 2016 წელს.
5. ბევრ სასიკეთოზე კიდე შემიძლია გითხრათ - ახალი სტადიონი ბათუმში, განახლებული მოედნები ბოლნისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, ქუთაისში, ფოთში, აკადემიები რუსთავში ლაგოდეხში... და ეს სრული სია არაა. უბრალოდ ამას ყველაფერს დანახვა უნდა.
DAVE
12:46 04-11-2019
7
მსაჯმა ბათუმის "დინამოს" საკუთარ პრობლემებს ახალი პრობლემები არ უნდა დაუმატოს თავისი არაკვალიფიციური მსაჯობით. მსაჯი აუცილებლად უნდა დაისაჯოს!!!
tngh
12:41 04-11-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული