ლევან კობიაშვილი: ბათუმის "დინამოს" პრობლემა თვითონ გუნდში აქვს

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა:

"დავიწყებ იმით, რომ ასეთ მოედანზე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი და თამაშები არც უნდა ტარდებოდეს. ეს არის თვითონ კლუბის გადაწყვეტილება, რომ ამ მოედანზე ეთამაშათ.

ჩვენ ვერ მივიღებდით კატეგორიულ გადაწყვეტილებას, რომ აგვეკრძალა მათთვის აქ თამაში, რადგან კლუბებს აქვთ საფუძვლიანი პრეტენზია, რომ მათ თუ ითამაშეს, უნდა იასპარეზონ სხვა გუნდებმაც. ეროვნულ ლიგაზე მარტო ფედერაციამ არ უნდა იზრუნოს, კლუბებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა და ეს
მარტო ჩვენი პასუხისმგებლობა არაა.

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რაც მე მოვისმინე მსაჯის მიმართ. ფაქტია, ის კომენტარები რაც გაკეთდა, იყო შეურაცხმყოფელი და ჩვენი მხრიდან გაეცემა შესაბამის პასუხი.

პირველი ეპიზოდი იყო თერთმეტმეტრიანი, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ძნელი დასანახი იყო იმ კადრებით, რაც ვნახე , იყო თუ არა კონტაქტი. კონტაქტიც რომ არ ყოფილიყო, ფაქტია ხელი შეეშალა ფეხბურთელს, რომ მეკარესთან გასულიყო ერთი ერთზე.

ბათუმის "დინამოს" ამ შემთხვევაში პრობლემა თვითონ გუნდში აქვს, იგივე თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრა ანგისაზე არ უნდა ჩატარებულიყო და სხვა თამაშებიც, ჩვენც რაღაცებს ვითვალისწინებთ.

ეს არის ტიპიური მაგალითი, რომ არ გინდა შენი პრობლემები დაინახო. თუ ეროვნულ ლიგას მივადევნებთ თვალს, ბათუმის „დინამოს“ ყველაზე მეტი პენალტი აქვს დარტყმული და ვფიქრობ, იგივე „ვიტ-ჯორჯიასთან“ დადებული პენალტი არ იყო პენალტი და იყო სხვა შემთხვევაც.

ის, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მეც მაგ აზრზე ვარ. მსაჯის ქმედებაზეც რა თქმა უნდა, რეაგირება ექნება. მსაჯების კვალიფიკაციაში რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემა. თუმცა მსაჯობა VAR-ის პირობებშიც პრობლემაა.

როდესაც გუნდის ხელმძღვანელი გამოდიხარ და ვიღაცებს ბრალს სდებ, ფაქტებით უნდა ისაუბრო. პრობლემა ისაა, რომ გუნდებს ერთმანეთის ნდობა არა აქვთ. ოთხი წელია გუნდებს ვეხვეწებით, შექმენით პრემიერლიგა და ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და ყველა ფედერაციისკენ იშვერს ხელს".

მკითხველის კომენტარები / 39 /
მერე შენ თუ არ ითამაშებ ასეთ მინდორზე და თუ ხვდები რომ არ შეიძლება ასეთ მინდორზე თამაში და თუ ასე გიწერია ფედერაციის წესებში რატომ არღვევთ თქვენ თვითონ ამ წესებს?
ფრიდინ თოდუა
03 ნოემბერი 2019 18:58
6
აი, რუმინელი მსაჯი რომ ჩამოიყვანეს, ხომ ნახეთ როგორ მაღალ დონეზე იმსაჯა. არცერთი შეცდომა დაუშვია, იგრძნობოდა, რომ მაღალი კცალიფიკაციის იყო. თან უცხოელია და მიკერძოებული ვერც და არც იქნება..
ზუზუ
03 ნოემბერი 2019 17:23
2
ჩამოიყვანეთ 5 პროფესიონალი , მაღალი კვალიფიკაციის მსაჯები, ჩვენებიც გამოცდილებას მიიღებენ, რახან ვიდეო გამეორება არ გვაქ, კიდევ ერთი მსაჯი დაამატეთ ვინც ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს, და მსაჯებსაც გადამცემები დაუყენეთ როგორც რაგბში, და ცოტათი მაინც გამოსწორდება პრობლემა... / ისე კი აუცილებელია რაღაც ახალი პროგრამა მსაჯების კურსებთან დაკავშირებით, უნდა გადამზადდნენ საზღვარგარეთ, ასე მგონია ჩვენ მსაჯებს ფეხბურთი თეორიულად კი ესმით , მაგრამ ფიზიკურად ბევრი სირბილი რო ჭირდება ამ საქმეს მემგონი ეს უკვე აღარ ესმით!! მსაჯმა სავარაუდოდ 5-6 კმ მაინც უნდა ირბინოს 90 წუთის განმავლობაში
Vasili
03 ნოემბერი 2019 16:59
2
რატომღაც არ მიკვირს ის სიტუაცია რაც დღეს ხდება ქართულ ფეხბურთში ვისაც ფედერაციასთან შეხება ჰქონია დამეთანხმება რომ არაკომპეტენტურობის ზეიმია დღეს ფედერაციაში.საძმაკაცოებით სადაქალოებით და კაცმა არ იცის კიდევ რითი გაავსეს იქაურობა შედეგიც სახეზეა.
ლევანი
03 ნოემბერი 2019 18:57
5
სრულად ვეთანხმები კობის,კარგია რომ მივედით იმ დონემდე რომ ყველა მოვლენას თავისი სახელი ერქმება,ე.ი.წინ მივდივართ.
me
03 ნოემბერი 2019 22:39
18
ლევან კობიაშვილო . ქართული გუნდების მტერი ხარ ფეხბურთის რაც პრეზიდენტი ხარ . რა გაგიკეთებია ერთი . შენ ყველა გუნდი გკიდია . შენდა მსაჯებს ოღონდ . დინამო გყავდეთ . თქვენდა მსაჯებს კარგად
macbook pro
03 ნოემბერი 2019 22:28
22
მსაჯის პრობლემები 90იან წლებში მოგვარდა და აღარ უნდა იყოს პრობლემა. ესეიგი რაღაც დაუდევრობაშია საქმე.
ddgfdf
03 ნოემბერი 2019 15:36
3
ხო კიდევ, ნახეს დაბალი ღობე მსაჯი.მსაჯს რა ინტერესი უნდა ქონოდა თანხით დაინტერესების გარდა.მოკითხეთ იმას ვინც მსაჯს დაავალა დაშეეშვით დაბალი ღობეების ძებნას
გრიგოლ1408
04 ნოემბერი 2019 00:14
3
არ ვიცი აქ რამდენადაა დებატების ადგილი, მაგრამ ისევ არაარგუმენტირებული და უბრალოდ თითქოს ცინიკური პასუხებია.
1.ეროვნული ლიგა - უკემნტაროდ - გააჩნია რას ადარებ, თუ ვადარებთ პრემიერლიგას, გასაგებია, მაგრამ თუ ვადარებთ იმას რაც იყო 4-5 წლის წინანდელ ჩემპიონატს, მაშინ ძალიან ბევრი დადებითი კომენტარის გაკეთებაა შსაძლებელი;
2. "სოვეტსკი სპორტის მასაალაა" - ალაბთ ადევნებთ თვალს ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლას და ნახავდით გინდაც ახალგაზრდული კარგ თმაშებს, U19 და U17 რომ არ ვილაპარაკოთ, ყოველგავრი პრობელემის გაეშე რომ მოიგეს შესარჩევი და მათ შორის ხორვატია დაჩაგრეს;
3. ისევ უკომენტაროდ - გეტყვი რომ მოყვარულთა ლიგა ტარდება მთელი ქვეყნის მაშტაბით მთელი წლის განმავლობაში სადაც დაახლოებიტ 400 გუნდია ჩართული და მათი ფეხბრთელები. თუ ფეისბუქი გაქვთ , შეგიძლიათ პირდაპირ ნახოთ მათი გვერდი "მოყვარულთა ლიგა" და დარწმუნდებით;
4.მასობრიობის შინაარსიც არასწორად არის გაგებული თქვენს მიერ- მასორიობა არის სპორტის სახეობაში ჩართული ხალხის რაოდენობა, რომელიც მკვეთრად გაზრდილია და უფრო მეტი ბავშვი დადის დღეს ფეხბურთზე და მეტი მოყვარული თამაშობს ფეხბურთს ვიდრე ეს იყო თუნდაც 2016 წელს.
5. ბევრ სასიკეთოზე კიდე შემიძლია გითხრათ - ახალი სტადიონი ბათუმში, განახლებული მოედნები ბოლნისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, ქუთაისში, ფოთში, აკადემიები რუსთავში ლაგოდეხში... და ეს სრული სია არაა. უბრალოდ ამას ყველაფერს დანახვა უნდა.
DAVE
04 ნოემბერი 2019 12:46
7
ეროვნული ჩემპიონატის სარკე არის მეგობარო ევროტურნირები,მანდ რა დღეში გვაგდებენ კარგად ხედავ ,ლამის სომხების და აზეერების ბულკები გავხდით, მაგ მხრივ რეგრესია,თუნდაც 2010 2011 წლებთან როდესაც ერთი-ორი გუნდით მაინც პლეიოფამდე მივდიოდით.იგივე შემიძლია გითხრა ასაკობრივ ნაკრებებთან დაკავშირებითაც..ასერომ ძალიან კი გინდა რომ გააპრავო ეს ფედერაცია მაგრამ აშკარად არ გამოგდის.
თემური
04 ნოემბერი 2019 16:18
1
kobiachvilis axlandeli batumze gabrazeba axali araa, ase iko torpedozec gabrazebuli ert dros, da bevrs ro egona bodichs ar moixdis kobio , chamovida kutaischi da moucia bodichis moxda, axla vekitxebi, stadionis problema rato chegvikmenit torpedos da kvela tamachi dachlil gunds gasvlaze atamachet, roca kutaischi gvakvs ragbis magari stadioni, romlitac sachiroebis chemtxvevachi pegburtelebsac unda esargeblad, magram tbilisis ragbis pederaciam uari utxra torpedos tavis kalakchi etamacha ragbis stadionze, pegburtis pederacia ar chaeria , vitom xokeis gundze iko saubari, msajebis temas rac cheexeba kvela kartveli msaji asrulebs rasac daavaleben , raknan ojaxebi kavt da is ojaxebi urchevniat kartul pegburts,iko chemtxveva kutaischi roca torpedos goli gauukmes 5 cutis chemdeg lokomotivtan , lokos pegburtelebis msajze zecolis chemdeg da es msaji dgesac msajobs, aseti msajebi gkavt pederaciachi, batumtan is penalti iko da meore chemtxvevachi citeli unda echvenebia.
KUTAISELI
03 ნოემბერი 2019 23:31
12

სიახლეები პოპულარული