3 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თბილისის "დინამომ" "ტორპედო" 2:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში სტუმრები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და გოლები საკუთარ კარში მიიღეს - დუბლი ექსტორპედოელმა კუტალიამ შეასრულა. მან მიმდინარე ტურნირზე 19 გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და კომპენსირებულ დროში კიკნაძემ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ლევან კუტალია (20), 2:0 ლევან კუტალია (34), 2:1 გიორგი კიკნაძე (90+4)
დინამო (თბ) (4-1-4-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო (ლევან მჭედლიძე 69 - არფანგ დაფე 80)), გიორგი კუხიანიძე, გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა (კ) (გიორგი ზარია 62), ნოდარ ქავთარაძე, ლევან კუტალია
მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
ტორპედო (3-4-3): ლევან შოვნაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ცოტნე ნადარაია, თორნიკე გრიგალაშვილი (გიორგი კიკნაძე 83), რაფაელ ჩუკვურა, ცოტნე მოსიაშვილი, პაპუნა ფონიავა (დავით იონანიძე 83), გრიგოლ დოლიძე (კ) (თემურ ჩოგაძე 62), თორნიკე კაპანაძე, ზაზა ციცქიშვილი
მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
ისე იცი რა მაინტერესებს? კაცი ამდენი ხანია დინამოშია და რა გააკეთა გამცემთ პასუხს?? საერთაშორისო ასპარეზზე ვკითხულობ, საქართველოს ჩემპიონატი რა დონისაცააა ვიცი იმისდამიუხედავად მილიონები რომ იხარჯება და შედეგი 0