ეროვნული ლიგა. XXXIII ტური: თბილისის "დინამომ" გაიმარჯვა და ფინიშის სწორზე წინ გაიჭრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თბილისის "დინამომ" "ტორპედო" 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში სტუმრები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და გოლები საკუთარ კარში მიიღეს - დუბლი ექსტორპედოელმა კუტალიამ შეასრულა. მან მიმდინარე ტურნირზე 19 გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და კომპენსირებულ დროში კიკნაძემ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე თბილისის "დინამო" 66 ქულით გალიდერდა და მეორეადგილოსან ბათუმის "დინამოს" 2 ქულით უსწრებს.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ლევან კუტალია (20),
2:0 ლევან კუტალია (34), 2:1 გიორგი კიკნაძე (90+4)

დინამო (თბ) (4-1-4-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო (ლევან მჭედლიძე 69 - არფანგ დაფე 80)), გიორგი კუხიანიძე, გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა (კ) (გიორგი ზარია 62), ნოდარ ქავთარაძე, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

ტორპედო (3-4-3): ლევან შოვნაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ცოტნე ნადარაია, თორნიკე გრიგალაშვილი (გიორგი კიკნაძე 83), რაფაელ ჩუკვურა, ცოტნე მოსიაშვილი, პაპუნა ფონიავა (დავით იონანიძე 83), გრიგოლ დოლიძე (კ) (თემურ ჩოგაძე 62), თორნიკე კაპანაძე, ზაზა ციცქიშვილი

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ვქნა არც ერთი ქართული გუნდი არ მემეტება სომხების და აზერების საჯიჯგნათ არ გვინდა ეს ევროტურნირები ცოტა ხანი საერთოდ
ზორბეგი
03 ნოემბერი 2019 23:23
8
au didi ambavi torpedos zlivs mouget ra gixariat, chven chechveuli vart chveni torpedos tamachs , moigebs tu caagebs bolomde brzolobs da tamachobs pulis gulistvis kiara rogorc dinamo, ara, kutaisistvis, gulchematkivristvis, tavze ajda torpedo uketesi iko, madloba bichebs, ar gagvimartla, arauchavs, kutaliasnairi ugirsi pegburtelebi ki ar gvkavs, namdvili gmirebi tamachoben torpedochi, kutaischi ro gaitana goli ar agnichna, cheechinda balechikebis da dges gamoavlina tavisi namdvili saxe, kutalia kiara magaze atasjer magari pegburtelebi ar agnichnaven tavisi kopili gundis cinaagmdeg gols, daucereli kanonia, romlis chesaxeb kutalias albat arc gaugonia arsad, arauchavs,mova dro da dabrundeba charchandelze uketesi torpedo, burts ro umalavda dinamos tu dagavickdat gadaxedet uaxles istorias, magram ras izam roca puli zomavs zogiertebistvis kvelapers, kidev ertxel bravo chxetos da mtel torpedos., ar dabloko kutaliasnairi tu ar xar.
KUTAISELI
03 ნოემბერი 2019 23:05
15
გულზე სკდები, და ასეც მოხდება სანამ ამ ვიწროკუთხურ მენტალიტეტს მოიშორებდე(თ). რატომ გაქვთ თბილისის ზიზღი ამ პერიფერიელებს? ლანძღავთ და პარალელურად მისი ყველა სიკეთით სარგებლობთ, ნეტავ ამ უაზრო ცენზურას მაშორებდნენ.........
gela 67
08 ნოემბერი 2019 14:13
0
მადლობა ფედერაციას, მადლობა მსაჯებს. ჯობია ფიფიამ ასე დაიწყოს.
ისე იცი რა მაინტერესებს? კაცი ამდენი ხანია დინამოშია და რა გააკეთა გამცემთ პასუხს?? საერთაშორისო ასპარეზზე ვკითხულობ, საქართველოს ჩემპიონატი რა დონისაცააა ვიცი იმისდამიუხედავად მილიონები რომ იხარჯება და შედეგი 0
გოგა
03 ნოემბერი 2019 22:42
7
გუშინდელმა ტორპედოელებმა დღეს, რომ ნახევარ დინამოს წარმოადგენენ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა დღევანდელი ტორპედო, ამ მატჩის შემდეგ დინამო ძალიან დაუახლოვდა ჩემპიონის ტიტულს, ტორპედომ კი დაგვანახვა, რომ ის არსებობს და კვლავაც იარსებებს.წარმატებები ორივე გუნდს.
ნუგზარი
03 ნოემბერი 2019 21:48
1
ბოღმალინი აღარაა მაღაზიებში :დ
Simartle
03 ნოემბერი 2019 21:04
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული