თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა და ქვეყნის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა.

თბილისელებმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში "ვიტ-ჯორჯიას" ლევან კუტალიასა და არფან დაფეს გატანილი გოლებით 2:0 მოუგეს, ხოლო ბათუმის "დინამო" თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა - 1:2. თბილისის "დინამომ" 75 ქულა დააგროვა, ხოლო ბათუმის "დინამომ" - 71 და მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.


ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი ლევან კუტალია გახდა 20 გატანილი გოლით, მეორე ადგილზე კი ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი გავიდა
17 გოლით.

თბილისის "ლოკომოტივმა" მე-4 პოზიცია დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა, რადგან თასის ფინალში "საბურთალოს" ეთამაშება, რომელიც მე-3 ადგილზე გავიდა.

თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია

მკითხველის კომენტარები / 33 /
სანამ მაგარი(საშუალო) დონის ფეხბურთელები არ გვეყოლება ჩემპიონატში, მანამდე სულ ასეთი ცარიელი იქნება ტრიბუნები, ჩემპიონატი მალტასაც აქ და ანდორასაც, ფარერებსაც, მთავარია რისი მაქნისი ხარ ევროპაზე! დარწმუნებული ვარ საკმარისი იქნება ერთმა გუნდმაც რომ გაახწიოს ჯგუფურში ეს ყველაფერი ძალიან დიდ როლს ითამაშებს და გულშემატკივარი დაიწყებს სიარულს, თუ არადა ვივლით ასე წრეზე, ცარიელი ტრიბუნებით
Vasili
01 დეკემბერი 2019 19:15
1
თავის მოტყუებაა ეგ, არანაირი ევროთასებზე წარმატება ჩემპიონატზე მაყურებლებს ვერ გაზრდის. უფრო პირიქით ეფექტს იძლევა - რაც უფრო მაღალ დონეზე აღწევ წარმატებას, მით უფრო ზერელეთ უყურებენ "ქვედა დონის" თამაშებს ჩვენი გულშემატკივრები. სამწუხარო რეალობაა.
kote
02 დეკემბერი 2019 17:15
0
ძლივს არ გახადეს ელიტის საამაყო დინამო ჩემპიონი.მიტომაა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად მარტო იმას რო ფიქრობენ ზედა ეშელონებში რომ მარტო დინამო უნდა იგებდეს სულ ჩემპიონატს თავის მსაჯებიანად შარშანწინ არ გამოუვიდათ წელს გააკეთეს.ტორპედო დაშალეთ ბათუმს ძალით წააგებიეთ და სხვა გუნდი ვინღა იყო როგაეწია წინააღმდეგობა მაგრამ სადამდე უნდა გაგრძელდეს ესე უმაყურელებოდ თამაშები არ გაინტეტესებთ
თემური
01 დეკემბერი 2019 19:15
16
პროვინციული, ავადმყოფურ დონემდე მისული აზროვნება, რომელმაც ქვეყანა დაგვინგრია ქართველებს.
გიზოგ
02 დეკემბერი 2019 10:19
2
ვინ წააგებინა ძალით ბათუმს? ან ვინ დააკარგვინა ამდენი ქულა? ან ვინ დაშალა ძალით ტორპედო? რა შუაშია აქ დინამო:)) ობიექტურობა დაკარგული გულშემატკივრი ვაიგულშემატკივარია გახსოვდეთ.
ანესთეზეოლოგი
01 დეკემბერი 2019 22:50
3
ვუყურებდი და გაოცებული დავჩი თუ როგორ ზეიმობდნენ ჩემპიონობას 49 ათას 988 სკამი იყო ამას უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოცემ ადამიანი, ასეთი გუნდი რომ ჩემპიონი გახდება ფაქტიურად შინაურ წრეში აღნიშნეს ჩემპიონობა ასე იცის ტორპედოს რო დაშლით ბათუმმა ვერ გაქაჩა წელს ბოლომდე და 100 კაციანი გუნდი გახდა ჩემპიონი გ ი ლ ო ც ა ვ თ
Denes
01 დეკემბერი 2019 18:42
25

სიახლეები პოპულარული