თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა და ქვეყნის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა.

თბილისელებმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში "ვიტ-ჯორჯიას" ლევან კუტალიასა და არფან დაფეს გატანილი გოლებით 2:0 მოუგეს, ხოლო ბათუმის "დინამო" თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა - 1:2. თბილისის "დინამომ" 75 ქულა დააგროვა, ხოლო ბათუმის "დინამომ" - 71 და მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.


ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი ლევან კუტალია გახდა 20 გატანილი გოლით, მეორე ადგილზე კი ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი გავიდა
17 გოლით.

თბილისის "ლოკომოტივმა" მე-4 პოზიცია დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა, რადგან თასის ფინალში "საბურთალოს" ეთამაშება, რომელიც მე-3 ადგილზე გავიდა.

თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვუყურებდი და გაოცებული დავჩი თუ როგორ ზეიმობდნენ ჩემპიონობას 49 ათას 988 სკამი იყო ამას უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოცემ ადამიანი, ასეთი გუნდი რომ ჩემპიონი გახდება ფაქტიურად შინაურ წრეში აღნიშნეს ჩემპიონობა ასე იცის ტორპედოს რო დაშლით ბათუმმა ვერ გაქაჩა წელს ბოლომდე და 100 კაციანი გუნდი გახდა ჩემპიონი გ ი ლ ო ც ა ვ თ
Denes
18:42 01-12-2019
25
გილოცავთ დინამო თბილისის ფანობას 17-ე ჩემპიონობას,ქართულ გუნდებს ვუსურვებ წარმატებას ევროთასებზე
ბათუმის ფანი
23:55 01-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული