გია გეგუჩაძე: რაც დავიმსახურეთ, იმ ადგილზე ვიმყოფებით - ჩემპიონობაც მოვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თბილისის "დინამომ" "ვიტ ჯორჯიას" 2:0 მოუგო და ჩემპიონი გახდა. მისი უშუალო კონკურენტი ბათუმის "დინამო" კი "ლოკომოტივთან" 1:2 დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

არადა, აჭარული კლუბი ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ ფინიშის სწორზე მოულოდნელად  ბევრი ქულა დაკარგა. "ლოკოსთან" ნამატჩევს ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ობიექტური კომენტარი გააკეთა.

"შანსი გვქონდა, მაგრამ რაც დავიმსახურეთ, იმ ადგილზე ვიმყოფებით. სწორი ანალიზის გაკეთებაა საჭირო. გულშემატკივარს ვეტყოდი, რომ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი.

მათ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე იგრძნობოდა. ეს იყო ქომაგების მხრიდან
უდიდესი სიყვარული და სითბო. ჩემპიონობასთან დაკავშირებით აუცილებლად გავამართლებთ მოლოდინს. მოვა, ამასაც თავისი დრო აქვს", - განუცხადა გეგუჩაძემ კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
Shen tu fexburti gesmis isic gecodineba tamashis gayidvas mtavari mwvrtneli archirdeba
Kai ras
15:54 02-12-2019
2
რა გინდათ ადამიანებო წელს ლიგაში დაბრუნებულმა კლუბმა ვიცე ჩემპიონობა მოიპოვას,ესენი კი არა 5-ჯერ ძვირიანი ფეხბურთელები რომ ჰყოლოდათ მაინც ეს შედეგიც კი საოცნებო იქნებოდა 8 თვეში კლუბიც შეკრა და ამდენს მიაღწიო.
ასე ადვილი რომ იყოს ყველა ვინც მეორე ლიგიდან ამოდის ჩემპიონობის პრეტედენტად გამოვაცხადოთ.
jango
14:53 02-12-2019
0

სიახლეები პოპულარული