ჩისკო მუნიოსი: "დინამო" იზრდება და წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" "ვიტ ჯორჯიასთან" მოგების შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა და ლიგის ბომბარდირმა ლევან კუტალიამ გააკეთეს.

"მადლობა მთელ გუნდს, ფეხბურთელებს, პერსონალს, გუნდის პრეზიდენტს - რომან ფიფიას. მძიმე წელი გამოდგა, თუმცა "დინამო" მუშაობს, "დინამო" იზრდება და წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის. ემოციურად და სპორტულად მძიმე მატჩი იყო, მაგრამ მოგება შევძელით - ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს!", - აღნიშნა ჩისკომ.

თბილისის "დინამოს" ფორვარდმა, რომელმაც "ვიტ ჯორჯიასთან" ანგარიში გახსნა და საბოლოოდ ლიგის ბომბარდირი გახდა, ასევე ემოციურად დატვირთული კომენტარი გააკეთა.

Sportall.Ge

"ყველას ძალიან გვიხარია
დღევანდელი გამარჯვება და მეჩვიდმეტე ტიტული. "ვიტ ჯორჯიას" მინდა მადლობა გადავუხადო, გუნდი, ფაქტობრივად, გავარდნილი იყო ჩემპიონატიდან და დღეს ბოლომდე იბრძოლა. მადლობა მათ ამისთვის. ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში გოლის გატანა", - თქვა კუტალიამ.

მომზადებულია eliga.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 4 /
pipias umadlodet da chixura batumis msajebs.ar tkvas vinmem ro chixurastan supta msajoba iko, msajebi unda ikos cesieri pirvel rigchi tu gvinda chempionati rames daemgvanos da normaluri legionrebia chamosakvani sakartvelos gundebchi, meti pulis daxarjvaa sachiro, titkmis kvela kvekanachi pegburti pegburts gavs sakartvelos garda, memgoni am machveneblit bolo adgilze vart.
KUTAISELI
18:06 02-12-2019
6
ვერ დინამო და ვერც ერთი ქართული კლუბი ცალკე აღებული სამწუხაროდ ვერ გაიზრდება, თუ ჩემპიონატის დონე არ ამაღლდა.
ქართველი
13:50 02-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული