"ლოკომოტივის" მწვრთნელი: ჩვენი გუნდის თამაშს და შედეგს დადებითად შევაფასებ

AutoSharing Option
ფოტო: fcloco.ge

თბილისის "ლოკომოტივმა" ეროვნულ ლიგაში 55 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და ევროსაგზურის მფლობელიც გახდა.

  • "ლოკომოტივმა" 17 მატჩი მოიგო, 15 წააგო და 4 ფრე ითამაშა.
  • "ლოკოს" ფეხბურთელებმა მეტოქეთა კარში 44 გოლი გაიტანეს.
  • კლუბის მაისურით ყველაზე მეტი - 36 მატჩი ჩაატარა ირაკლი სიხარულიძემ.
  • 16 გოლით, კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, ასევე, ირაკლი სიხარულიძე გახდა.
  • 35 მატჩი ითამაშეს ნიკა ჭანტურიამ, თემურ შონიამ და დათო კირკიტაძემ.
  • 34 შეხვედრა აქვთ ჩატარებული დავით უბილავას, ალექსანდრე გურეშიძეს და დემეტრე ბულისკერიას.
  • 14 მშრალი მატჩი ჰქონდა "ლოკოს" კარის დარაჯს დემეტრე ბულისკერიას.
  • 8-8 საგოლე პასი დაუგროვდათ
    დავით სამურკასოვსა და დათო კირკიტაძეს.
  • განვლილ სეზონში, "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა, ჯამში, 56 ყვითელი და 6 წითელი ბარათი მიიღეს.

ამას გარდა, "რკინიგზელები" დავით ყიფიანის თასის ფინალში არიან გასულები, სადაც 8 დეკემბერს "საბურთალოს" დაუპირისპირდებიან.

"ლოკომოტივს" 39 წლის ახალგაზრდა სპეციალისტი ლევან კორღალიძე უდგას სათავეში. ჩვენ მას დავუკავშირდით და სეზონის შეფასება ვთხოვეთ.

"რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის თამაშს და შედეგს დადებითად შევაფასებ, რადგან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც "ლოკომოტივი" ევროსარბიელზე არ ყოფილა და ახლა ამ შედეგს მივაღწიეთ.

ეროვნულ ლიგაში ძალიან დაძაბული სეზონი გამოვიდა, მაგრამ დაძაბულობა ხარისხის გაზრდას არ ნიშნავს.

გვინდა, რომ ჩემპიონატი უფრო უკეთესი ხარისხის იყოს. ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით ძალიან კმაყოფილი ვარ და ხარისხი, რომ არ ყოფილიყო, ალბათ ამდენი გამარჯვებებიც არ იქნებოდა.

მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას ვაპირებთ, რადგან ახალი სისხლი ყველა გუნდს სჭირდება.
წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდში ჯანსაღი კონკურენცია იყოს.

ძალიან დიდი ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ შევეცდებით, რომ უფრო ძლიერი გუნდი ვიყოთ, ვიდრე გასულ სეზონში.

ჯერჯერობით კონკრეტულად გუნდიდან წამსვლელებზე და მომსვლელებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან წინ კიდევ თასის თამაშია და არ მინდა რაიმეზე კონკრეტულად ვისაუბრო", - გვითხრა ლევან კორღალიძემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოკო თუ არ გაძლიერდა შეგვარცხვენს ევროტურნირებზე საბურთალოს იმედიც არ მაქვს დინამო თბ და ბთ 3 ეტაპამდე მაინც მივლენ ასე მგონია
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული