გიორგი ბერიძე: რა სხვაობაა ბელგიასა და საქართველოს შორის? უდიდესი!

AutoSharing Option
გიორგი ბერიძემ, რომელიც "გენტმა" "ლოკერენში" სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა, ბელგიურ გამოცემა voetbalkrant-ს მოკლე ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

"კონტრაქტს არ ვიცნობ, არ ვიცი შემდეგ სეზონში შემიძლია თუ არა "ლოკერენში" დარჩენა. მინდა თუ არა ეს, არ ვიცი. მე ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ, განვითარება და კარიერაში წინსვლა მსურს.

ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა გარემარბია. თუმცა არანაირი პრობლემა არ მაქვს, შემიძლია ვითამაშო შემტევ ნახევარმცველად, მარჯვენა გარემარბად. მარცხენა გარემარბის პოზიცია იმიტომ მომწონს, რომ მიყვარს მოედნის შუაგულისკენ შემოსვლა და დარტყმა.

ჩემი და კლუბიც ამბიციაც არის, რომ
სეზონის ბოლოს პირველ სამეულში მოვხვდეთ, შემდეგ კი ჩემპიონატის მეორე პერიოდი მოვიგოთ და უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ.

ბელგიასა და საქართველოს შორის უდიდესი სხვაობაა: ინფრასტრუქტურა, სტადიონები, ფული, ფეხბურთიც სხვანაირია საქართველოში და ალბათ, ყველაფერი განსხვავებულადაა."

22 წლის შემტევმა "ლოკერენის" მაისურით ბელგიის მეორე დივიზიონში 12 მატჩი ჩაატარა და 914 წუთში 5 გოლი გაიტანა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
შანს არ გიგებ ჩემო ძმაო ჩემი სისხლი და ხორცი ხარ მაგრამ ეგ არის უდიდესი? გასაგებია რაც ხდება მაგრამ ასე უცებ ბანკროტი!!?? მართლა ბანძები არიან!! უკეთესი გენახოს როგორც საკუთარ თავს ისე გისურვებ!!!
ქართველი!
19:36 20-04-2020
0
უდიდესი? კი ბატონო ეგ ჩვენც ვიცით,მაგრამ გეთქვა რბილად...არ მიყვარს ასე ცუდად რი მოიხსენიებენ საკუთარ ქვეყანაზე უცხო ქვეყანაში...
უდიდესი ჯიგარო და აკი იმიტომაც დაგატარებენ ზაპააკა პაკრაშკასავით აქეთ იქით...მაინც ჩვენი ხარ-წარმატებებს გისურვებ!!!
Jordan Beli
15:15 04-12-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული