გიორგი ჭიაბრიშვილი: ჯერ არავისთან არ მილაპარაკია, დავისვენებ და მერე ვნახოთ

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ვებგვერდთან კომენტარში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"6 წლის განმავლობაში "საბურთალოსთან" ერთად დიდი გზა გავიარე. მოვიპოვეთ ჩემპიონობა, თასი… ასე რომ, "საბურთალოს" პირნათელი ვტოვებ. ახლა მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ სახლში წავიდე და დავისვენო. 6 წლის განმავლობაში გადაბმულად ერთ ადგილზე მუშაობა რთულია. ხოლო, თუ როგორ ვიმუშავე, ეს გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა უნდა განსაჯოთ. ჯერ არავისთან არ მილაპარაკია, დავისვენებ და მერე ვნახოთ. ალბათ, საინტერესო წინადადებები გამოჩნდება", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემპიონობა, თასი, ევროტურნირზე გარანტია. ეს არც ერთ კლუბისთვის არაა წარუმატებლობა და ახალ გუნდისთვის როგორიც საბურთალოა მითუმეტეს წარმატებაა. მე მაინც ჩემ აზრზე დავრჩები რომ არარატ არმენიასთან თამაში გაიყიდა და ეს მისი გამოძახილია. ყველა მოველოდით მაშინვე გადადგომას, მარა ჭიაბრიშვილმა თქვა ცხელ გულზე გადაწყვეტელებას არ მივიღებო.
G.LA
10 დეკემბერი 2019 13:25
1
სომხებთან წაგებამ დაგვანახა, რომ ძლიერი მწვრთნელი არ ხართ, არ შეგიძლიათ გუნდი მოამზადოთ მნიშვნელოვანი კონკრეტული მატჩის მოსაგებად. იმ მხარდაჭერით რაც საბურთალოს გუნდს აქვს, რიგითი მწვრთნელიც კი უფრო მეტს შეძლებდა. აი ასეთია გულშემატკივრის შეფასება, თუმცა თქვენ დადებითს ელოდით აშკარაა.
გიზოგ
10 დეკემბერი 2019 12:45
3
განსაკუთრებით ალაბათ სომხეთის კლუბები დაინტერესდებიან მათ შორის არარატი!
?!
11 დეკემბერი 2019 13:57
0
კარგი რაა,ბათუმში მოდიხარ გავიგეთ უკვე.გეგუჩაძემ მოაწყო სათავისოდ ყველაფერი.
Batumi
10 დეკემბერი 2019 12:33
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული