კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" გამოემშვიდობა: ყველაფერ კარგსაც აქვს თავისი დასასრული

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა იმერული კლუბიდან წასვლის შემდეგ განცხადება გაავრცელა.

"ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ, ალბათ, ოდესღაც ყველაფერ კარგსაც აქვს თავისი დასასრული.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს სამწვრთნელო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც "ტორპედოში" მუშაობს. მადლობა ყველას, ვინც კარგ და ცუდ პერიოდში კლუბის გვერდით ღირსეულად იდგა. მადლობა ქუთაისს და იმ ერთგულ გულშემატკივარს, ვისი გვერდში დგომის გარეშეც ვერაფერს შევძლებდით. თქვენგან ყოველთვის ვგრძნობდი სითბოსა და სიყვარულს. მადლობა ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც ამ სამი წლის განმავლობაში "ტორპედოს"
მაისური ეცვა.

კლუბის წარმატებაში თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა, გაჭირვების დროს კლუბის ინტერესები გაითვალისწინა და გვერდით დაუდგა. კლუბში ახალი ინვესტორის მოსვლის საკითხი ჯერ კიდევ პროცესშია და, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება.

"ტორპედო" აუცილებლად სჭირდება ქართულ ფეხბურთს. და ბოლოს, მადლობა უფალს აქ გატარებული იმ სამი წლისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ძალიან მიყვარხართ!"

მკითხველის კომენტარები / 3 /
დინამო სუსტდება, არც ესაა დინამოს დონის მწვრთნელი და ვერც კვასხვაძე შეცვლის პერალესს...
ზურა
17:41 22-12-2019
12
martla ar imsaxurebs dinamo aset mcvrtnels rogoric chxetiania da magrad cdeba ro am pasuxismgeblobas igebs tavis tavze, jer ar mosula da ukve dabal dones da sust mcvrtnelad moixsenieben, kacma romelmac 5 tituli moigo 3 celicadchi, pleiopi itamacha da mteli kutaisi pativs cems,da ro ara torpedos krizisi vinc gaxdeboda chempioni naxavda mteli sakartvelo, mara ichalicha pipiam, msajebma, chachavam, pederaciam, da zlivs gaxda tbilisis dinamo chempioni, maset chempionobas ra utxari, 4 clis cin unda gamxdariko dinamo chempioni, msajma chansi mogcat bolo camze magram zustad im kvasxvazem gadagvarchina tkven ro ar mogcont, ra ekna msajs meti , titon xoar daartkamda penalts, imedi mak didxans arc chxetiani arc kvasxvaze da arc is torpedoelebi ar gacherdebian dinamochi romlebmac chempionoba moutana dinamos, da male kvelas vixilavt torpedochi.
KUTAISELI
19:46 22-12-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული