კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა

AutoSharing Option
"ტორპედომ" მწვრთნელთან, კახა ჩხეტიანთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა", - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ქუთაისის "ტორპედოს" მენეჯმენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კახაბერ ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა.

"ტორპედო" მადლობას უხდის მას გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება "ტორპედოს" ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია".

12 ტურის შემდეგ "ტორპედო" ჩემპიონატზე 19 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჯერ უცნობია ვინ გაწვრთნის გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უფრო ადრე იყო გასაშვები თავის გულშემატკივრებიანად…
დანი
15:27 09-05-2023
3
ანუ ხვდებით რა ცუდად გგვაქვს საქმე? ახლა ალბათ დინამოში გადავა, მერე უმუშევარი ვარო იტყვის, მერე ისევ ტორპედო და ასე შემდეგ. ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი
თემო
13:16 09-05-2023
0

სიახლეები პოპულარული