"დინამოს" სჭირდება ისეთი ლეგიონერები, რომლებიც რეალურად გააძლიერებენ გუნდს და სარგებლობას მოუტანენ"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში გუნდში ლეგიონერების შესაძლო მოყვანაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ბევრი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს?
- რა თქმა უნდა, არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ამოეწურათ კლუბთან კონტრაქტის ვადა და დატოვებენ "დინამოს". მთავარი მიზანია, შევინარჩუნოთ ძირითადი ბირთვი. მათ შორისაც, რომელთაც კონტრაქტები დაუსრულდათ, არიან გამორჩეული ფეხბურთელები და გვინდა, ისინიც შევინარჩუნოთ.

- პრესკონფერენციაზე იყო ლაპარაკი "დინამოში" ლეგიონერების შესაძლო გამოჩენის თაობაზეც. უფრო კონკრეტულად რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- ამაზე მართლაც მიმდინარეობს მუშაობა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს დიდი სიფრთხილე გვმართებს.
"დინამოს" სჭირდება ისეთი ლეგიონერები, რომლებიც რეალურად გააძლიერებენ გუნდს და სარგებლობას მოუტანენ. ასეთია ჩვენი პრინციპი. დიდი დაკვირვება გვჭირდება ამ დროს, რათა არ შევცდეთ. რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით, შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ.

- ხომ არ აპირებთ, ლეგიონერების შერჩევის დროს აქცენტი გააკეთოთ რომელიმე ქვეყანაზე, მაგალითად, ბრაზილიაზე?
- ასე დაზუსტებით ვერ ვიტყვი, არ არის ასე... შეიძლება, ვთქვათ, ეს იყოს ბელგიაში მოთამაშე ბრაზილიელი ან რომელიმე სხვა ქვეყანაში მოთამაშე არგენტინელი და ასე შემდეგ. მთავარია, ისეთი ფეხბურთელი იყოს, რომელიც გამოგვადგება. ეს იქნება ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოვიყვანთ...

- რაც შეეხება აქაურ ფეხბურთელებს...
- ბუნებრივია, ამ კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა. თუ გამოადგებიან "დინამოს" და, ამავე დროს, საქართველოს ნაკრებს, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ გაგვვიხარდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფიფიას ერთ-ერთ კომენტარში ეწერა, რომ ასამდე ლეგიონერიდან გაამართლა მხოლოდ ჩისკომ. ეს ასეა ნამდვილად. მაგრამ, იქნებ გვითხრას ვინ იყო პასუხისმგებელი ამ ტრანსფარებზე? გაუშვეს ის ხალხი? ვინ მოიყვანეს მათ ნაცვლად? ის რომ ვერავინ გაამართლა იმას კი არ ნიშნავს, რომ ლეგიონრებზე უნდა ვთქვათ უარი, ეგ იმას ნიშნავს, რომ პროფესიონალები არ არიან დინამო მენეჯმენტში.

1-2 თვის წინ ფიფიამ მორიგი, რიგით ალბათ მე-20 დამაიმედებელი განცხადება გამოაცხო - მომავალ წელს ნახავთ, რა ძლიერი დინამო იქნებაო! ღმერთმა ქნას! მაგრამ, როგორ და რანაირად? რამეს ხედავს ვინმე, რომ ეს სიტყვები გამართლდეს? მე ვერაფერს. ისევ, ტრადიციულ ციკლში ვტრიალებთ, სადაც იმედს, მორიგი იმედგაცრუება მოყვება.
barba
26 დეკემბერი 2019 13:31
0
როგორც ტორპედოში თუ ვინმეს იცნობდი ან გენათესავებოდა და დაასაქმე ეხლა მანდ გაბედე თუ შეგიძლია!მაგრამ მანდ მასე არ გაცეკვებენ შენს დაკრულზე,ჰოდა საკუთარი ქალაქის გუნდშიც არ უნდა გეკადრება ბევრი ისეთი რამ რომელიც გამოსასწორებელია რთული!
Gocha
26 დეკემბერი 2019 02:18
9
აუუუ ეს ტორპედოს თილისმა დინამოში რატო დანიშნეეეეეთ!
ფიფიასნაირი უპრინციპო და ჟმოტი პატრონი არ ეკადრება დინამოს!
პატარკაციშვილის ულვაშთანაც ვერ მიხვალ ახლოს რომანა ხარ თუ გულადა!
ლადო
25 დეკემბერი 2019 17:53
7
რა უცხოელი.ქართველზე ნიჭიერი არა მგონია ვინმე იყოს. სწორი აღზრდა მიეცით და შედეგიც იქნება
გრიგოლ1408
25 დეკემბერი 2019 17:35
11
ლეგიონერის ჩამოყვანისას ნებისმიერმა ქართულმა გუნდმა უნდა გააკეთოს აქცენტი: ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ან გამოცდილ ვეტერანებზე. მაგალითად, კვიპროსული გუნდებში უცხოელები ძირითადად ვეტერანები არიან და რა შედეგებსაც აღწევენ კვიპროსული გუნდები, ყველას კარგად მოგვეხსენება. მეორე ვარიანტია, აფრიკიდან ან სამხრეთ ამერიკიდან ახალგაზრდების ჩამოყვანა, რომელთათვის საქართველოს ჩემპიონატი ტრამპლინად იქცევა დასავლეთ ევროპის ჩემპიონატებში მოსახვედრად.
გულშემატკივარი
25 დეკემბერი 2019 17:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული