"დინამოს" სჭირდება ისეთი ლეგიონერები, რომლებიც რეალურად გააძლიერებენ გუნდს და სარგებლობას მოუტანენ"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში გუნდში ლეგიონერების შესაძლო მოყვანაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ბევრი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს?
- რა თქმა უნდა, არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ამოეწურათ კლუბთან კონტრაქტის ვადა და დატოვებენ "დინამოს". მთავარი მიზანია, შევინარჩუნოთ ძირითადი ბირთვი. მათ შორისაც, რომელთაც კონტრაქტები დაუსრულდათ, არიან გამორჩეული ფეხბურთელები და გვინდა, ისინიც შევინარჩუნოთ.

- პრესკონფერენციაზე იყო ლაპარაკი "დინამოში" ლეგიონერების შესაძლო გამოჩენის თაობაზეც. უფრო კონკრეტულად რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- ამაზე მართლაც მიმდინარეობს მუშაობა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს დიდი სიფრთხილე გვმართებს.
"დინამოს" სჭირდება ისეთი ლეგიონერები, რომლებიც რეალურად გააძლიერებენ გუნდს და სარგებლობას მოუტანენ. ასეთია ჩვენი პრინციპი. დიდი დაკვირვება გვჭირდება ამ დროს, რათა არ შევცდეთ. რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით, შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ.

- ხომ არ აპირებთ, ლეგიონერების შერჩევის დროს აქცენტი გააკეთოთ რომელიმე ქვეყანაზე, მაგალითად, ბრაზილიაზე?
- ასე დაზუსტებით ვერ ვიტყვი, არ არის ასე... შეიძლება, ვთქვათ, ეს იყოს ბელგიაში მოთამაშე ბრაზილიელი ან რომელიმე სხვა ქვეყანაში მოთამაშე არგენტინელი და ასე შემდეგ. მთავარია, ისეთი ფეხბურთელი იყოს, რომელიც გამოგვადგება. ეს იქნება ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოვიყვანთ...

- რაც შეეხება აქაურ ფეხბურთელებს...
- ბუნებრივია, ამ კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა. თუ გამოადგებიან "დინამოს" და, ამავე დროს, საქართველოს ნაკრებს, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ გაგვვიხარდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფიფიას ერთ-ერთ კომენტარში ეწერა, რომ ასამდე ლეგიონერიდან გაამართლა მხოლოდ ჩისკომ. ეს ასეა ნამდვილად. მაგრამ, იქნებ გვითხრას ვინ იყო პასუხისმგებელი ამ ტრანსფარებზე? გაუშვეს ის ხალხი? ვინ მოიყვანეს მათ ნაცვლად? ის რომ ვერავინ გაამართლა იმას კი არ ნიშნავს, რომ ლეგიონრებზე უნდა ვთქვათ უარი, ეგ იმას ნიშნავს, რომ პროფესიონალები არ არიან დინამო მენეჯმენტში.

1-2 თვის წინ ფიფიამ მორიგი, რიგით ალბათ მე-20 დამაიმედებელი განცხადება გამოაცხო - მომავალ წელს ნახავთ, რა ძლიერი დინამო იქნებაო! ღმერთმა ქნას! მაგრამ, როგორ და რანაირად? რამეს ხედავს ვინმე, რომ ეს სიტყვები გამართლდეს? მე ვერაფერს. ისევ, ტრადიციულ ციკლში ვტრიალებთ, სადაც იმედს, მორიგი იმედგაცრუება მოყვება.
barba
13:31 26-12-2019
0
როგორც ტორპედოში თუ ვინმეს იცნობდი ან გენათესავებოდა და დაასაქმე ეხლა მანდ გაბედე თუ შეგიძლია!მაგრამ მანდ მასე არ გაცეკვებენ შენს დაკრულზე,ჰოდა საკუთარი ქალაქის გუნდშიც არ უნდა გეკადრება ბევრი ისეთი რამ რომელიც გამოსასწორებელია რთული!
Gocha
02:18 26-12-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული