წერილი: ტრაგიკომედიური სატრანსფერო პერიოდები ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
ქართული სატრანსფერო ბაზარი საკმაოდ ტრაგიკომედიურია, ყველაფერი ყოველ წელს ისევ ისე ხდება, როგორც წინა წელს. არ აქვს მნიშვნელობა ზამთარი იქნება თუ ზაფხული, ჩარხი მხოლოდ ერთი მიმართულებით ტრიალებს.

გულშემატკივარიც კი შეეგუა ამ ფაქტს, რადგან არაფერი საინტერესო ამაში არ არის და არც ეს ყველაფერია იმედის მომცემი.

დავიწყოთ იმით, რომ ეროვნულ ლიგას ტოვებს ყველა ფეხბურთელი, ვისაც ამის საშუალება მიეცემა. საუკეთესო მეგოლე ლევან კუტალია "ირტიშში", საუკეთესო მეპასე ალვინ ფორტესი "კაის
არში",  გამორჩეული ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო სამხრეთ კორეის მეორე ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდში.

ეს მარტო უფულობის ბრალი არ არის, ამ ფეხბურთელების თვალში ეროვნული ლიგის დონე სასაცილოა და ვერც გაამტყუნებ. ასეთი წასვლები კი ყოველი სატრანსფერო პერიოდის დროს ხდება.

თუმცა არიან ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც, რომლებსაც აქედან წასვლა ნამდვილად ეკუთვნით, რადგან შეუძლიათ მომავალში რაიმეს მიაღწიონ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მენეჯერებს ისეთ კლუბებში მიჰყავთ, რომ ბევრი მარად პერსპექტიული რჩება.

ჩვენ ვიცით! რომ ისინი დაბრუნდებიან!
მაგრამ მარტო ეროვნული ლიგიდან არ მიდიან, ჩვენი გამორჩეული ლეგიონერები ბრუნდებიან კიდეც, რომლებიც ევროპის სხვადასხვა "ჭ" კლასის გუნდებშიც კი დაიწუნეს, უკეთესი შეთავაზებაც არ აქვს და მორიგ ევროტურნირებისთვის გამზადებულ გუნდს აძლიერებენ. მათი დაბრუნება "ურა პატრიოტიზმი" არ არის, სხვა გზის უქონლობაა და ისევ წავლენ ეროვნული ლიგიდან როგორც კი ამისი შესაძლებლობა მიეცემათ.

ეროვნული ლიგის კარუსელებიც არ გვიკვირს, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძალიან დიდი ტობოგანია გაკეთებული "ტორპედო" თბილისის "დინამოს" შორის. ისეთი, რომ საფიჩხიადან დიღომში სულ პანტა-პუნტით სცვივა ფეხბურთელები. ბევრს თუ იფიქრებთ თავი შეიძლება გეტკინოთ, თუ რატომ უნდა იყიდოს გუნდმა მასშტაბურად მეორე გუნდი, რომელსაც რაიმე შედეგს ევროტურნირების თვალსაზრისით არ მიუღწევია?

ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელთა უმრავლესობას ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს გუნდთან, ეს ფეხბურთელები ხშირად ვერ მიდიან უცხოეთში და ქალაქს იცვლიან, მოძრაობენ ერთი წყალღაწებული გუნდიდან მეორეში და ჰაერის გამოცვლას მაინც ახერხებენ.

თუმცა ეროვნულ ლიგაში წარმატებული უცხოელი ფეხბურთელებიც ჩამოჰყავთ. ფეხბურთელი, რომელიც პატარაობაში ლონდონის "არსენალში" სინჯებზე იყო, 4 წლის წინ ნაკრებში თამაშობდა, 6 თვე ფეხბურთი არ უთამაშია, ბოლო ორ წელიწადში ერთი წელიწადი უგუნდოდ იყო და საქართველოში ჩამოვიდა.

როდესაც წარმატებულ ფეხბურთელს უწოდებთ, რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ თუ ასეთ მაგარ ფეხბურთელთან გვაქვს საქმე? რატომ არ აქვს საქართველოს ჩემპიონატზე უკეთესი შემოთავაზება?

ან ახალგაზრდები, რომლებსაც ტოპ-გუნდები აკვირდებიან ან "ნეიმარის ძმაკაცია", მაგრამ საქართველოში მოდიან. გულშემატკივარი ამაზე არ ტყუვდება და თავს რატომ იტყუებთ? ეს ძირითადად იმის ბრალია, რომ "ვაი მენეჯერებს" რომლებიც სეზონიდან სეზონამდე გუნდებს იცვლიან, თავის მოტყუების საშუალებას აძლევთ. ეს არ არის მარტო ერთი კონკრეტული კლუბის პრობლემა, ასეთი ლეგიონერები უკვე იმდენი ვნახეთ და მათგან მხოლოდ დახასიათება რჩება.

გვყავს საჩხერის "ჩიხურასნაირი" კლუბებიც, ერთგული მწვრთნელითა და ორი ერთგული ფეხბურთელით, იმერული კლუბი სხვა გუნდების დაკომპლექტებას ელოდება, რადგან რაც დარჩება თავისუფალი აგენტები დაბალი ხელფასის პირობებში თვითონ დაიმატონ.

და ვართ ასე ბედნიერად წლიდან წლამდე, არაფერი იცვლება...

alt"დილამ" "ჩიხურას" ორი მცველი დაიმატა

altმიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ


მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალიან მაგარი სტატიაა, ევროტურნირებზე ეს დასაბუთდება რომ ჩავისვრით
roma bejanidze
11 იანვარი 2020 15:17
1
Maladec galaktion gulwrpelad am statiistvis:)) ramdeni xania vwer qartul karuselebze es ukve sasaciloa:)) darwmunebuli var scautad ro daviwyo mushaoba uketes legionerebs movdzebni da chamoviyvan:))
Qomagi
11 იანვარი 2020 14:34
3
ათწლეულებია,ჩნდება 7-8 ფეხბურთელი და ნახევარი სეზონით ( უკეთეს შემთხვევაში ერთი სეზონით) გუნდიდან გუნდში დადიან ,ჩვენ კიდე გამოციებული ,,იმედიანი" თვალებით ,,ვხვდებით" ევროსეზონს....
თორნიკე ( რაჭა)
11 იანვარი 2020 14:25
0
ყოჩაღ ავტორო. თვალის დახუჭვა და თავია მოტყუება არ წაგვადგება და რაცაა რეალობა უნდა ითქვას.
გოგა
11 იანვარი 2020 19:30
3
გადამრევთ თქვენ, მთავარია ფიფიამ და ხეჩიკაშვილმა ფული იშოვოს და რა ფეხბურთი რის ფეხბურთი არ გრცხვენიათ?? ისადა ტორპედოს მფლობელმა ზაალმა ხო ააყვავა, ვერ მოტეხა ძმამ ფული და მოხია? სანამ ეს ფედერაცია იქნება და ეგ წურბელები ვისაც გუნდები ჰყავს ხეჩიკაშვილით დაწყებული ფიფიათი დამთავრებული მანამდე ქართულ ფეხბურთს არ ეშველება არასოდეს.
გიორგი
11 იანვარი 2020 18:56
6
ისე ქართველები სხვის საქმეში ყველა მაგრები როგორ ვართ? ფიფია ჩემი არც მეგობარია და არც ნათესავი მაგრამ რაღაცას ვიტყვი მაგ კაცზე, ეგეთი გუნდის პრეზიდენტები ნეტა ყველა გუნდს ყავდეს ცოტა მაინც იქნებოდა სტაბილურობა ქართულ ფეხბურთში! მარტო აკადემიის გაკეთება რად ღირს? ჩვენ გვინდა 100 მილიონი დახარჯოს ალბათ ან ამდენის ღირებულების ფეხბურთელი იყიდოს! საიდან იქნებ ისიც უთხრათ? შემოსავალი? თუ დაუკვირდებით კარგად და კითხვა გაგიჩნდებათ საიდან ინახავს ეს კაცი ამდენ ხანს დინამოს ესე სტაბილურად? თქვენ დახარჯეთ ფიფიაზე და ხეჩიკაშვილზე 1 ლარით მეტი და მერე ილაპარაკეთ ფიფიაზე ან ხეჩიკაშვილზე!
გიორგი
11 იანვარი 2020 19:59
5
არავის საქმეში არ ვერევი, ვფიქრობ ჩვენი ფული იხარჯება სახელმწიფო პროგრამით და აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა, რას მეუბნებით მილიონებით ეხმარება სახელმწიფო ზუსტად ფიფიასაც და ხეჩიკაშვილსაც და შედეგი არის 0. ახალგაზრდებს ხო მომავალს უნგრევენ, ობიექტურად იაზროვნეთ ობიექტურად. ფულის მონები კი არა პროფესიონალი სამშობლოზე და ფეხბურთზე შეყვარებული ხახლი სჭირდება დღეს როგორც ფედერაციას ისე ადგილობრივ გუნდებს. 30 წელია ლოდინით დაგვაწყდა ნერვები ყოველ ზაფხულს ხო ველოდებით შესარჩევებს ევროპალიგის თუ ჩემპიონთალიგის ესენი კიდე ყომარობენ. რეებს მელაპარაკებით?? ხალხის ფული იხარჯება ხალხის!!!
გიორგი
11 იანვარი 2020 21:19
3
ყველა გამოხმაურება
ბრავო ავტორს!
ჯონი
11 იანვარი 2020 19:00
1
იმაზე რატომ არ წერთ მორიგ ბლეფს რომ გვტენიან ტორპედოში "იტალიელები" შემიდიანო..
გელა ნუგზარაშვილი
11 იანვარი 2020 18:08
1
ისე ჩასვრილია ეროვნული ჩემპიონატი ყაზახეთში კორეაში ირანში და სადღაც მეორე ლიგებში გარბიან ახალგაზრდა ფეხბურთელები! ჩვენი გლახა ვერ გაგვიჩერებია ქვეყანაში და ლეგიონერი ჩამოგვივა ნორმალური?! ამის მერე გამოდგება ზოგიერთი და წინ მივიწევთ ტაში ფედერაციასო ისე დამაჯერებლად იტყვის ვითომ უმაღლესი ლიგის ათი გუნდის 7 სტადიონი რო არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება ეს პრობლემა ამ ქვეყანაში არ იყოს!.. მადლობა გალაქტიონ!
ბასკი
11 იანვარი 2020 17:16
4
ბევრი ესეთი სტატია! საღოლლ))))) თავზე ხელის გადასმით და იი რა მაგრები მოიყვანეთის ძახილით არაფერი იცვლება
Tbiliseli
11 იანვარი 2020 17:50
0
მართლა კარგი წერილია, უბრალოდ ბევრი რამე კიდევ შეიძლება დაიწეროს,სახელმწიფო დაფინანსება რომ არი და თებერვალში უკვე გუნდებს ფული აღარ აქვთ და თამაშები თუ მოიგეს პრემიებიდან აძლევენ ხელფასს. კიდე ბევრი რამე ჩვენი უტვინო ფედერაციის ხელში მომკითხავი რომ არავინ ჰყავს.გამოვლენ და ქართველ ხალხს ატყუებენ სტადიონებს ვაკეთებთ და წინ მიდის ჩვენი ფეხბურთიო.
დინამო
11 იანვარი 2020 19:15
6

სიახლეები პოპულარული