რამდენი მლნ ლარი მიიღეს ქართულმა კლუბებმა ფონდისგან 2019 წელს - ორგანიზაცია ანგარიშს აქვეყნებს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი "ფეისბუქზე" 2019 წელს კლუბების დაფინანსების ანგარიშს აქვეყნებს.

2019 წლის განმავლობაში ფონდმა საქართველოში 78 საფეხბურთო კლუბი საერთო ჯამში 33 969 200 ლარით დააფინანსა. აქედან 19 128 525 ლარი ეროვნული ლიგის 10-მა კლუბმა მიიღო, ეროვნული ლიგა 2-ის 10 კლუბი 8 232 385 ლარით დაფინანსდა, ეროვნული ლიგა 3-ის 10-მა კლუბმა 2 923 827 ლარი, ხოლო ეროვნული ლიგა 4-ის 10-მა კლუბმა 1 823 470 ლარი მიიღო. რეგიონალური ლიგის 38-ე კლუბს 1 860 992 ლარი ერგო.

Sportall.Ge

ამასთან ერთად, ფონდმა ლიგების მიხედვით
დაფინანსების დეტალური ანგარიში წარადგინა, რასაც ფოტოების მეშვეობით ქვემოთ გთავაზობთ.

სანამ ფოტოების დათვალიერებაზე გადახვალთ, გეტყვით, რომ ეროვნული ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" ყველაზე მეტი, 3 062 988 ლარი მიიღო.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
1. აკადემიები რეგიონებში იხსნება ( ლაგოდეხი, რუსთავი, გაიხსნა). მიმდინარეობს მშენებლობა ზუგდიდში და ფოთში.
2. იხსნება და შენდება საფეხბურთო ცენტრები (ვარკეთილი, კასპი, გაიხსნა). გლდანში, ვაკეში, ხაშურში შებდება.
3. მარტო აკადემიები რომ იყოს, მანდ გაზრდილი ბავშვები მერე სად უნდა წავიდნენ თუ ეს ლივები არ იქნება ?
4. ფული იფლანგებოდა ადრე, როცა მუნიციპალიტეტები აფინანსებდნე გუნდებს და მომკითხავი არავინ იყო იმ ფულის და თან ამაზე მეტი იხარჯებოდა.
5. ეხლა ყველასთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია რაც ძალიან კარგია.
DAVE
18:15 20-01-2020
7
ეს გუნდები იღებენ ფულს შედეგების მიხედვით, რას ქვია ფიფიამ 3 მილიონს აძლევს ;დ ჩემპიონი გახდა და შესაბამისად ყველაზე მეტი მოუწია გამომუშავება. დამღალა ამ ძალით გულშემატკივრებმა უბრალოდ, თითქოს იციან შიდა სამზარეულო და მხოლოდ ცუდ კომენტარებს აფრქვევენ.. პირველი მე ვიქნები რომ რამე მიქაროს ამ ფედერაციამ და მე გამოვალ გასაპროტესტებლად.. მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველა წინა ფედერაციას ჯობია და გაცილებით უკეთესიცაა.
ზუზუ
18:02 20-01-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული