თბილისის "დინამოს" სლოვაკი შემტევი შეუერთდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გუნდს თურქულ შეკრებაზე სლოვაკი ფეხბურთელი შეუერთდა:

"დინამოს" თურქულ შეკრებაზე 26 წლის სლოვაკი ფლანგის შემტევი ფილიპ ორშულა შეუერთდა. ფილიპი ბოლოს ტრნავის "სპარტაკში" თამაშობდა, სხვადასხვა დროს კი "მანჩესტერ სიტის", "ტვენტეს" და "უიგანის" ახალგაზრდულ გუნდებში გამოდიოდა, შემდეგ ბრატისლავის "სლოვანისა" და ლიბერეცის "სლოვანის" ღირსებას იცავდა. მასთან დაკავშირებით სამწვრთნელო შტაბი უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.

შეკრებაზე შარშან "რუსთავში" იჯარით მყოფი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილიც ჩამოვიდა".

ორშულამ სლოვაკეთის მიმდინარე ჩემპიონატის 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა, თამაშობდა სლოვაკეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, ხოლო ეროვნულ
გუნდში 2 შეხვედრაში აქვს მიღებული მონაწილეობა.

altთბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეორე მარცხი განიცადა [VIDEO]

altთბილისის "დინამოში" სინჯებზე კიევის "დინამოს" ექსმცველია

altთბილისის "დინამოს" არავოლუნტარისტული მარცხი "ვოლუნტართან" [VIDEO]

altმილანის "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი თბილისის "დინამოს" შეუერთდა

altთბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა - გუნდში საკადრო ცვლილებებია

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი რააა :)))))) "ორშულადაა" ?
Superman
10:03 28-01-2020
0

სიახლეები პოპულარული