"საბურთალო" "პსვ ეინდჰოვენის" ყოფილ მცველს იმატებს

AutoSharing Option
ნიდერლანდური საიტის, bndestem.nl-ის ცნობით, კურასაოს ნაკრების 21 წლის მცველი იურიხ კაროლინა კარიერას თბილისის "საბურთალოში" განაგრძობს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკვე საქართველოში იმყოფება და "საბურთალოსთან" კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს.

კაროლინა 2015-18 წლებში პსვ-ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი "ბრედაში" გადავიდა და ერედივიზიონში 6 მატჩი ჩაატარა. "ბრედამ" "დენ ბოსხში" გაანათხოვრა, იქ კი საერთოდ არ ათამაშეს.

ახალგაზრდა მცველი თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია. კაროლინა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში "საბურთალოს" მე-3 უცხოელი შენაძენია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ საბურთალოს, სწორი მიმართულებით მუშაობენ. ასეთი ტრანსფერები სჭირდება ჩვენს ჩემპიონატს.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
17:23 29-01-2020
8
სათაური მაგარია რა! პსვ-ს ყოფილი მცველი! ახალგაზრდული და ნამდვილ პსვ სულ სხვა და სხვა გუნდია! ბრედაში 6 თამაში უთამაშია თურმე!! ვაი ჩვენს თავს( ჩემპიონატს) უბედურს!
Robota
18:35 29-01-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული