ნიდერლანდური საიტის, bndestem.nl-ის ცნობით, კურასაოს ნაკრების 21 წლის მცველი იურიხ კაროლინა კარიერას თბილისის "საბურთალოში" განაგრძობს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკვე საქართველოში იმყოფება და "საბურთალოსთან" კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს.
კაროლინა 2015-18 წლებში პსვ-ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი "ბრედაში" გადავიდა და ერედივიზიონში 6 მატჩი ჩაატარა. "ბრედამ" "დენ ბოსხში" გაანათხოვრა, იქ კი საერთოდ არ ათამაშეს.
ახალგაზრდა მცველი თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია. კაროლინა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში "საბურთალოს" მე-3 უცხოელი შენაძენია.