ტოგოს ნაკრების ნახევარმცველი საიმონ ბენიო თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას, - ამის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონმა თავისი ვებგვერდით გაავრცელა:
"ტოგოს ნაკრების 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი საიმონ ბენიო "დინამოში" ჩაირიცხა.
ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
საიმონი სეგუნდა დივიზიონის "მირანდესში" გამოდიოდა, მანამდე კი საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი "ეპინალის" და "ბეზიეს" ღირსებას იცავდა.
ახალწვეული ნახევარმცველი უკვე დინამოელებთანაა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს".