"თურქეთში მყოფმა "დინამომ" დღეს ორჯერადი წვრთნა გამართა. გუნდთან ერთად თბილისელთა ახალწვეულმა საიმონ ბენიომაც ივარჯიშა.
სლოვაკი ფილიპ ორშულა თბილისში გაემგზავრა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩვენს კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გუნდში რამდენიმე დღეა ჩვენი კლუბის აღზრდილი ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილიც ვარჯიშობს.
შეგახსენებთ, 30 იანვარს, დედაქალაქელები კრაკოვის "ვისლასთან" გამართავენ ამხანაგურ შეხვედრას. ამით თბილისელთა პირველი შეკრება დასრულდება, ხოლო შეკრების მეორე ეტაპი 3 თებერვლიდან განახლდება", - იტყობინება კლუბის საიტი.