ფოტო: facebook.com/fc.saburtalotb/
დღეს, 30 იანვარს, საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" სასტუმრო "ბომონდ გარდენში" ახალწვეულები წარადგინა.
ფეხბურთელები მედიას კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და დირექტორმა კახა კაშიამ წარუდგინეს.
კლუბს დაემატნენ: ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი ჯულიუს ბლიკი, პორტუგალიელი მარცხენა მცველი ჟარდელ როდრიგეს ნაზარე და ჰოლანდიელი მარცხენა ვინგერი ჟეროენ ლუმუ.
სამივე ფეხბურთელმა "საბურთალოსთან" 1+1 კონტრაქტს მოაწერა ხელი.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მიმდინარეობს მესამე ჰოლანდიელ ფეხბურთელთან მოლაპარაკება.
"მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს, რომ აქ ვარ. ჩემი მოლოდინები საკმაოდ მაღალია და ვიმედოვნებ, რომ გუნდთან ერთად ევროპის სარბიელზე ვითამაშებ.
აგენტმა მითხრა, რომ
აქ ფეხბურთის მაღალი დონეა, ამავდროულად, კლუბი ევროტურნირების შესარჩევში ითამაშებს. ეს იყო ის ფაქტორები, რის გამოც დავთანხმდი "საბურთალოში" თამაშს", - აღნიშნა ბლიკმა.
აგენტმა მითხრა, რომ
"მადლობელი ვარ კლუბის, რომ მე დღეს აქ ვთამაშობ. მეც მსურს, რომ კლუბმა ყველაფერი მოიგოს. ვიცი, რომ გუნდმა მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და წელსაც იგივე გეგმები გვექნება. ასე გვსურს ყველა მხრივ წარმატების მიღწევა.
ქართულ ფეხბურთში გამოვარჩევ ტექნიკურ თამაშს. ასევე, კარგად გამოიყენება ტაქტიკა და არის ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი.
აქ არის ჩემი აგენტი აკა, რომელმაც გვითხრა, რომ საქართველოში სწრაფი ფეხბურთია და კარგი ტემპია, რის გამოც დავთანხმდი აქ თამაშს", - განაცხადა ლუმუმ.

"საკმაოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა ფეხბურთში და მიხარია ამ კლუბში გადმოსვლა. პირველ რიგში, გვსურს სუპერთასის მოგება და შევეცდებით, მოვიგოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იქნება.
რა თქმა უნდა, კარგია, თუ ევროპა ლიგისთვის ვიბრძოლებთ. გუნდს ბოლო წლებში აქვს ტიტულები მოგებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტორი, რის გამოც ამ გუნდს შემოვუერთდი", - თქვა ჟარდელმა.
რა თქმა უნდა, კარგია, თუ ევროპა ლიგისთვის ვიბრძოლებთ. გუნდს ბოლო წლებში აქვს ტიტულები მოგებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტორი, რის გამოც ამ გუნდს შემოვუერთდი", - თქვა ჟარდელმა.