გორის "დილა" გაძლიერებას განაგრძობს

AutoSharing Option
"დილამ" მალის ნაკრების შემტევი დაიმატა, - ეს ინფორმაცია გორულმა კლუბმა თავისი ვებგვერდით გაავრცელა:

"ჩვენი გუნდის რიგებს მალის ეროვნული ნაკრების შემტევი, 20 წლის მამაიე კულიბალი შეემატა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩვენს კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

კულიბალის თამაში როგორც შეტევის ფლანგზე, ასევე ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია.

კულიბალი ჩვენს გუნდს ადგილობრივი ჩემპიონატიდან შეუერთდა - "სტად მალიენის" ძირითადი გუნდის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა, ამავე წელს მოხვდა მალის ეროვნულ ნაკრებშიც. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში გასული წლის სექტემბერში შედგა. მას შემდეგ ნაკრების რიგებში კიდევ ერთი მატჩი უკვე 2020 წელს
ჩაატარა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყიჩაღ დილას. მომწონს გორელების სანტრასფერო პოლიტიკა. აბა რა აფრიკელები და სამხრეთ ამერიკელი ახალგაზრდა ბიჭები უნდა დაიმატო და არა გადაბერებული ვიღაც სლოვაკი ან პორტუგალიელი. ქართულმა კლუბებმა აფრიკის ბაზარზე უნდა იმუშაონ და ნიჭიერი ბიჭები ჩამოიყვანონ. თან იაფია და თუ გამართლა გაყიდვითაც 2 კაპიკს იშოვიან.
გოგა
07:59 04-02-2020
1
წარმატებები დილას!
ეს კაცი უეჭველი 20-ის არის? :/
ლევან
03:47 04-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული