ლევან ყენიას ჭკვიანურად შესრულებული საჯარიმო დარტყმა "ადმირას" კარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსამზადებელი ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალოს" ნახევარმცველმა ლევან ყენიამ "ადმირას" საჯარიმო დარტყმიდან საკმაოდ ჭკვიანური შესრულებით გაუტანა გოლი.

ლევანმა კედელში მდგომ ფეხბურთელებს შორის გააძვრინა ბურთი და ქართული გუნდიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გახდა წაგებულ მატჩში (1:2).

გია ცეცაძის შეგირდები ხვალ, 6 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ერთ დროს ლევან ყენია სინჯებზე სწორედ პიტერულ კლუბში იმყოფებოდა, თუმცა ადგილობრივმა ფეხბურთელებმა ლამის დებოში ატეხეს და ლუჩიანო პალეტის ქართველის გუნდში დატოვების საშუალება არ მისცეს. იმედია, ლევანი "ზენიტის" წინააღმდეგაც მოახერხებს თავის გამოჩენას.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს და ჭანტურია,რომჩადგნენ ფორმაში და უტრავმოთ ორი სამი სეზონი რო ითამშონ საბურთალოში მაგალ დონეზე რა ბედნიერება იქნება
mosexoneli
15:43 05-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული