გადაწყდა: "ტორპედოს" იტალიელი მფლობელი ეყოლება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ქუთაისის "ტორპედოს" პრობლემა მოგვარდება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას იტალიელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ "ტორპედომ" "ფეისბუქის" გვერდით გვაუწყა:

დღეს ქუთაისის მერიაში "ტორპედოთი" დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინისთან შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იტალიურ მხარესთან შეთანხმება შედგა და "ტორპედო" ახალ სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს.

Sportall.Ge

გიორგი ჭიღვარია: "იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია. "ტორპედოს" პრობლემა გადაჭრილია - პირველი მარტიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. დარჩა ტექნიკური საკითხები, რომლებიც კლუბის გადაცემასთანაა დაკავშირებული".

ფაბრიციო მანინი: "აქ
ქუთაისის "ტორპედოს" შესაძენად ვართ. ვისაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით პირობებზე და როგორც კი შესაძლებელი იქნება, ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ვგეგმავთ ამბიციური კლუბის შექმნას, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება!"

ასე რომ, მალე "ტორპედოს" მფლობელი იტალიელი ფაბრიციო მანინი გახდება.

altდავით მუჯირი: "ტორპედომ" 25 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება დაფარა - 4 თებერვლის დაიჯესტი

alt"ტორპედოს" ვალის გადახდის ვადას გადაუწევენ? ინვესტორს ისევ ელოდებიან - 3 თებერვლის დაიჯესტი

alt"ტორპედოს" ქომაგებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი სტადიონზე გამართეს

altგავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ქუთაისის მერია "ტორპედოზე"

altქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!

მკითხველის კომენტარები / 34 /
არის ასეთი ქართული ანდაზა: ღმერთმა ქნას ჩვენს ცხვარს მგელი დაეჭიროსო" ეს მინდა ვუსურვო მე ტორბედოსაც და საქართველოსაც, ანუ ეს ინვესტორი მაინც ჩამოსულიყოს ქვეყნისთვის და თავისთვის კარგი საქმის გასაკეთებლად.
ჟორა
06 თებერვალი 2020 10:38
0
ჩემო იტალიელო მადლობა გუნდის გადარჩენისთვის,ეხლა მე გეტყვი როგორ არ დაუქცე:ნახე პატიოსანი და პრიფესიონალი კადრები,შორს ძებნას თავი გაანებე,ჩვენივე ქალაქში ეძებე თორემ ემანდ ჩამოსილ კაცს თვალი გაქცევაზე უჭირს და არ გამოდგება,ბევრჯერ ყოფილა მაგის მაგალითი..მოკლედ წარმატებები!!!
Gocha
06 თებერვალი 2020 10:18
0
ეროვნულ ლიგაში საუკეთესო გუნდიო , მიზნებიდანაც ჩანს როგორი ინვესტორიცაა , მაქსიმუმ არჩევნებამდე გაჩერდეს ...
სიმართლე
06 თებერვალი 2020 11:50
5
იუვენტუსის სტადიონი ამკაცის კომპანიამ აშენა და კიდე ვინარისო?
toro123
06 თებერვალი 2020 11:36
2
პესიმისტი: "ძია ლენინი მომკვდარა - არ მჯერა, არა, არაო :)"
ოპტიმისტი: "ან დაიჯერე და ან ჩამოდი ძირსაო"
რეალისტი: "მომავალი ყველაფერს გამოაჩენს!"
სიმართლე
06 თებერვალი 2020 11:06
4
გულწრფელად ვულოცავ ქუთაისს ტოპრედოს გადარჩენას, მათ გარეშე ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართულ ფეხბურთს უფრო მეტად დაერხეოდა. ცხინვალი და ტორპედო ერთ ბედში იყვნენ და ბარემ ცხინვალისთვისაც მოეძებნათ და თუ იტალიელ ბიზნესმენებს არ მოუნდებათ არც სანმარინოელი იქნება ცუდი. :D
დათო30
06 თებერვალი 2020 10:55
0
ფეხბურტელებს გაუფრტხილდიტ ბიციკო და დროზე მიეციტ რაც ერგებეტ.ზოგიერტი ვაი მიტინგის მომწყობს ქომაგი გონია ტავი
ladoia
06 თებერვალი 2020 12:07
3
ესეც აფერისტია? იტალიელები ქართველებზე აფერისტები არიან და პონტია ტიპები. მაქვს მაგათთან შეხება. მსახიობიბები არიან ცხოვრებით. ამიტომ ამის მხოლოდ იტალიელობა თუ ამის უკან სერიოზული გამოცდილება არ დგას საფეხბურთოს ან საფეხბურთო თვალსაზრისით, ან ბიზნესში მე მენეჯერობის კუთხით მაინც, მაგარი საეჭვო დ არაფრის მთქმელია
ვინ იტალიელი?
06 თებერვალი 2020 21:21
4
თუ მიხწეულია ხელი რატო არ მოაწერეს?რა ნერვებზე თამაშობთ.შეიძლება მელანი ქათავდა ამ დროს:)მეც მაგარი ვარ რა
Mosexoneli
06 თებერვალი 2020 05:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული