ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელად მიხეილ აშვეთია დანიშნეს, - იტყობინება კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით:
"7 თებერვალს, 10:30 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში იტალიელი ინვესტორი ფაბრიციო მანინი “ტორპედოს” ახალ მთავარ მწვრთნელ მიხეილ აშვეთიას წარადგენს".
აშვეთია აქამდე მწვრთნელ კახა ჩხეტიანის თანაშემწედ მუშაობდა. ის ქუთაისშია დაბადებული და მშობლიური გუნდის ღირსებას 1993-94, 1995-97 და 200ო-01 წლებში იცავდა.
აშვეთია აგრეთვე "ალანიაში", თბილისის "დინამოში", "კოპენჰაგენში", მოსკოვის "ლოკომოტივში", "როსტოვში", "რუბინში", "კარლ ცაისში", "ანჟიში", ბარნაულის "დინამოსა" და "ნიჟნი ნოვგოროდში" თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში კი 24 მატჩში 5 გოლი აქვს
გატანილი.