ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები - უკრაინელი მეკარე იჰორ ლევჩენკო, ნიგერიელი მცველი გოდფრი ობოაბონა, ნახევარმცველები მათე ცინცაძე და ვაგნერ გონსალვესი, ბრაზილიელი თავდამსხმელები რეინალდო და ჟულიო ვინისიუსი წარადგინა.

აჭარულმა კლუბმა მათ კონტრაქტები გაუფორმა.

"დინამო" ამჟამად თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც 3 მატჩი ჩაატარა - კრაკოვის "ვისლასთან" (1:1), სერბეთის "რადნიჩკისთან" (3:1) და პლოვდივის "ლოკომოტივთან" (2:0). გია გეგუჩაძის გუნდი კიდევ სამ სპარინგს გამართავს - 13 თებერვალს დონეცკის "ოლიმპიკს", 16 თებერვალს "დნიპრო 1"-ს და 22 თებერვალს ესტონეთის "ლევადიას" შეხვდება, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და 29 თებერვალს ეროვნული ლიგის
პირველ ტურში დებიუტანტ "მერანს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბათუმის დინამო ახალ სტადიონზე როდის უპასპინძლებს მეტოქე გუნდებს?
რამო ბათუმი
14:44 12-02-2020
2
Mwvrtnelic moeyvanat normaluri barem.da an chamoweril legionrebit nutyuvdebit
Batumski
06:42 12-02-2020
14

სიახლეები პოპულარული