დანიშვნიდან 1 თვეში - გია ცეცაძე "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის!

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/fc.saburtalotb/

თბილისის "საბურთალოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი 8 იანვარს დანიშნულმა გია ცეცაძემ დატოვა.

"საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსა" და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც "საბურთალოს" ესპანურ "ალკოიანოსთან" ელის, ამხანაგურ მატჩში გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

თუ ვინ იქნება მომავალში "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება",
- ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 54 /
კრცი ა კუციუნ.
ტიგრან
15:20 19-02-2020
0
ფაქტი ფაქტად რჩება - არარატ არმენიასთან განცდილი მარცხის შემდეგ დაიწყო საბურთალოს სრული კრიზისი. ზოგადად ატმოსფერომ (როგორც გარეთ ისევე კლუბის შიგნით შექმნილმა) ძალიან იმოქმედა კლუბზე. დააკვირდით, დღემდე სადაც კი საბურთალოს შესახებ რაიმე საუბარი დაიწყება მაშინვე ამ თამაშს ახსენებს ყველა და ეს ალბათ კარგახანს ასე გაგრძელდება. წნეხი დღემდე გრძელდება და ეს ბუნებრივია. საქმე ისაა, რომ თავად კლუბში ამ წნეხისაგან თავის დაღწევის სტრატეგია არ ჩანს. სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად უფრო მეტი მცდარი ნაბიჯი და ინტიგა ჩნდება. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს გარედან...
კაპიტნის არჩევაზე თუ ვისაუბრებთ, მწვრთნელის მიერ კაპიტნის დასახელების პრაქტიკა აღარ არსებობს. შესაძლოა იყოს სადმე შემორჩენილი (უფრო ნაკრების დინეზე) მაგრამ კლუბებში ასე აღარ არის. თანამედროვე ტენდენციაა როდესაც მწვრთნელი კლუბის მოთამაშეებს აძლევს კაპიტნის არჩევის შესაძლებლობას. ლიდერი მოედანზე უნდა შეირჩეს ფეხბურთელების მხრიდან. რაც შეეხება მწვრთნელს - ჩემი აზრით, საბურთალოსთვის ორგანულად ზედგამოჭრილი მწვრთნელი ჭიაბრიშვილია. მაგრამ, კლუბში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მისი ხელმეორედ დანიშვნა კიდევ უფრო დიდ შეცდომამდ მიმაჩნია. ეს შესაძლოა მოხდეს მომავალში, რამოდენიმე სეზონის შემდეგ. ამ ეტაპზე კი ყველაზე მისაღებ კანდიდატად დევდარიანი მიმაჩნია.
ანესთეზეოლოგი
12:03 14-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული